ახალი ამბები

ინტერნეტში ფეიკ ნიუსები და ხელისუფლების შეურაცხყოფა რუსეთში დასჯადი ხდება

24 იანვარი, 2019 • 1291
ინტერნეტში ფეიკ ნიუსები და ხელისუფლების შეურაცხყოფა რუსეთში დასჯადი ხდება

“დოჟდის” ინფორმაციით, ინტერნეტში ფეიკ ნიუსებისა და ხელისუფლების შეურაცხყოფა რუსეთში, შესაძლოა, დასჯადი გახდეს. შესაბამისი კანონპროექტები სახელმწიფო დუმამ პირველი მოსმენით მიიღო.

კანონპროექტის არსებული ვერსიის მიხედვით, პასუხისმგებლობას ითვალისწინებს საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ცრუ ინფორმაციის გავრცელება, თუკი ის საფრთხეს უქმნის მოქალაქეთა სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, საზოგადოებრივი წესრიგის მასობრივ დარღვევას და საზოგადოების უსაფრთხოებას. კანონის დარღვევისთვის ადმინისტრაციული ჯარიმებია გათვალისწინებული.

მეორე კანონპროექტი ინტერნეტში სახელმწიფო სიმბოლოებისა და ხელისუფლების ორგანოების შეურაცხყოფისთვის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.

კანონპროექტის ავტორები არიან სენატორები ანდრეი კლიშასი და ლიუდმილა ბოკოვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი