ახალი ამბები

როგორ აღნიშნავენ დაბადების დღეს მსოფლიოს სხვადასხვა ზოოპარკის ბინადრები[Photo]

17 ივლისი, 2014 • • 2683
როგორ აღნიშნავენ დაბადების დღეს მსოფლიოს სხვადასხვა ზოოპარკის ბინადრები[Photo]

წელს ყველაზე ხმაურიანი დაბადების დღე გიგანტურ პანდებს ჰქონდათ, ისინი აშშ–ში, ჯორჯიის შტატში, ქალაქ ატლანტაში ცხოვრობენ.


ეს პანდა კი ტაივანში ცხოვრობს, მას ერთი წელი 2014 წლის 6 ივლისს შეუსრულდა და ტყუპი პანდების მსგავსად უგემრიელესი ტორტი მიიღო საჩუქრად (c) EPA/DAVID CHANG
ეს პანდა კი ტაივანში ცხოვრობს, მას ერთი წელი 2014 წლის 6 ივლისს შეუსრულდა და ტყუპი პანდების მსგავსად უგემრიელესი ტორტი მიიღო საჩუქრად (c) EPA/DAVID CHANG

მალი ოჯახთან ერთად ბანგკოკის ერთ–ერთ ზოოპარკში ცხოვრობს. დაბადების დღისთვის მას ჰიპოპოტამების საყვარელი ნამცხვარი მოუმზადეს, რომელიც ბოსტნეულისა და ხილისგანაა დამზადებული. ზოოპარკის პერსონალს სანთლების ანთებაც არ დავიწყებია. 

 

ამ პარატა სამხრეთ აფრიკულ მანგუსტს საჩუქარი გოგრაში დაუმალეს, საჩუქრის პოვნაში მას მეგობრებიც ეხმარებიან. ეს მანგუსტები გერმანიაში, ლაიფციგში მდებარე ზოოპარკში ცხოვრობენ (c) EPA/WALTRAUD GRUBITZSCH
ამ პარატა სამხრეთ აფრიკულ მანგუსტს საჩუქარი გოგრაში დაუმალეს, საჩუქრის პოვნაში მას მეგობრებიც ეხმარებიან. ეს მანგუსტები გერმანიაში, ლაიფციგში მდებარე ზოოპარკში ცხოვრობენ (c) EPA/WALTRAUD GRUBITZSCH

 

ზოოპარკი ინიციატივით გამოვიდა, ცხოველების მოყვარულ ბავშვებს საჩუქრები მიეტანათ მათი საყვარელი ბინადრებისთვის. ბავშვებმა საჩუქრის ყუთი მათი საყვარელი ხილით აავსეს და კარგად შეფუთეს. მაიმუნებმა ჯერ საჩუქრის გახსნისას იხალისეს, შემდეგ კი გემრიელი ხილი მიირთვეს. ფოტო 2010 წლის 24 დეკემბერსაა გადაღებული გერმანიაში, ფრანკფურტის ზოოპარკში. 

 

ეს ფოტო კი ისრაელში, ერთ–ერთ ზოოპარკშია გადაღებული. დათვმა საჩუქრად გაყინული ხილი მიიღო (c) EPA/PAVEL WOLBERG
ეს ფოტო კი ისრაელში, ერთ–ერთ ზოოპარკშია გადაღებული. დათვმა საჩუქრად გაყინული ხილი მიიღო (c) EPA/PAVEL WOLBERG

 

ასეთ საჩუქარს დათვები მხოლოდ დაბადების დღეზე არ იღებენ. მაშინ, როდესაც ტემპერატურა ძალიან მაღალია, ზოოპარკის თანამშრომლები ხილს და ბოსტნეულს ყინავენ და ყინულის კუბიკების სახით არიგებენ, ცხოველები კი თან გრილდებიან, თან საკვებს მიირთმევენ.

 

კიდევ ერთი დასაჩუქრებული პანდა ჩუანგ ჩუანგია, ის ამჟამად 14 წლისაა, ხოლო ეს ფოტო 2010 წლის 6 აგვისტოსაა გადაღებული, როდესაც ის 10 წლის გახდა. ჩუანგ ჩუანგი საჩუქარს ხსნის (c) EPA/PONGMANAT TASIRI
კიდევ ერთი დასაჩუქრებული პანდა ჩუანგ ჩუანგია, ის ამჟამად 14 წლისაა, ხოლო ეს ფოტო 2010 წლის 6 აგვისტოსაა გადაღებული, როდესაც ის 10 წლის გახდა. ჩუანგ ჩუანგი საჩუქარს ხსნის (c) EPA/PONGMANAT TASIRI

 

ეს თევზის ნამცხვარი, ე.წ. “ფიშქეიქი” კი სელაპი ელსისთვის მოამზადეს (c) EPA/Rick Nederstigt
ეს თევზის ნამცხვარი, ე.წ. “ფიშქეიქი” კი სელაპი ელსისთვის მოამზადეს (c) EPA/Rick Nederstigt

 

ელსი, რომელიც ნიდერლანდების ერთ–ერთ ზოოპარკში ცხოვრობდა მსოფლიოში ყველაზე ასაკოვანი სელაპი იყო. როდესაც 50 წლის შესრულდა, ზოოპარკის თანამშრომლებმა სიურპრიზი გაუკეთეს და თევზის ნამცხვარი მოუმზადეს.

 

ამჟამად ელსი ცოცხალი აღარაა, ის 2011 წელს, 53 წლის გარდაიცვალა. (c) EPA/Rick Nederstigt
ამჟამად ელსი ცოცხალი აღარაა, ის 2011 წელს, 53 წლის გარდაიცვალა. (c) EPA/Rick Nederstigt

მასალების გადაბეჭდვის წესი