წელს ყველაზე ხმაურიანი დაბადების დღე გიგანტურ პანდებს ჰქონდათ, ისინი აშშ–ში, ჯორჯიის შტატში, ქალაქ ატლანტაში ცხოვრობენ.
მალი ოჯახთან ერთად ბანგკოკის ერთ–ერთ ზოოპარკში ცხოვრობს. დაბადების დღისთვის მას ჰიპოპოტამების საყვარელი ნამცხვარი მოუმზადეს, რომელიც ბოსტნეულისა და ხილისგანაა დამზადებული. ზოოპარკის პერსონალს სანთლების ანთებაც არ დავიწყებია.
მართალია მაიმუნებს დაბადების დღე არ ჰქონდათ, მაგრამ საშობაოდ ზოოპარკი ინიციატივით გამოვიდა ცხოველების მოყვარულ ბავშვებს საჩუქრები მიეტანათ მათი საყვარელი ბინადრებისთვის, მათ შორის აღმოჩნდა ეს ორი მეგობარი. ბავშვებმა საჩუქრის ყუთი მათი საყვარელი ხილით აავსეს და კარგად შეფუთეს. მაიმუნებმა ჯერ საჩუქრის გახსნისას იხალისეს, შემდეგ კი გემრიელი ხილი მიირთვეს. ფოტო 2010 წლის 24 დეკემბერსაა გადაღებული გერმანიაში, ფრანკფურტის ზოოპარკში.
ასეთ საჩუქარს დათვები მხოლოდ დაბადების დღეზე არ იღებენ. მაშინ, როდესაც ტემპერატურა ძალიან მაღალია, ზოოპარკის თანამშრომლები ხილს და ბოსტნეულს ყინავენ და ყინულის კუბიკების სახით არიგებენ, ცხოველები კი თან გრილდებიან, თან საკვებს მიირთმევენ.
ელსი, რომელიც ნიდერლანდების ერთ–ერთ ზოოპარკში ცხოვრობდა მსოფლიოში ყველაზე ასაკოვანი სელაპი იყო. როდესაც 50 წლის შესრულდა ზოოპარკის თანამშრომლებმა სიურპრიზი გაუკეთეს და თევზის ნამცხვარი მოუმზადეს.