“არანაირი საუბარი, არავითარი საბუთები იარაღს რაც შეეხება არ ჰქონია, ამაზე არ გვისაუბრია, არც ვინმესთვის თუ საჩუქრად უნდოდა. იმდენად უშუალო საუბრები გვქონდა, თავისუფალი დრო რომ იყო, რატომ არ იტყოდა, თუ მისი ძმისთვის უნდოდა საჩუქარი?”, – ამბობს თიკო ბეჟაშვილი.

მისი თქმით, ეროსი კიწმარიშვილის ძმას დაბადების დღე 4 ივლისს ჰქონდა, თუმცა ამ დღეს მან ძმისთვის საჩუქრის ყიდვა ვერ მოახერხა, რადგან ნათესავის გასვენებაში იყვნენ. როგორც თიკო ბეჟაშვილი ამბობს, მან არ იცის, შემდეგ უყიდა თუ არა საჩუქარი ეროსი კიწმარიშვილმა ძმას.

 

მისივე განცხადებით, მას არ აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, ჩაუტარდა თუ არა ექსპერტიზა ეროსი კიწმარიშვილის პირად ნივთებს, მათ შორის კომპიუტერს.

თიკო ბეჟაშვილი ამჟამად პროკურატურაში დაკითხვაზე იმყოფება.

თიკო ბეჟაშვილი/ფოტო: გივი ავალიანი
თიკო ბეჟაშვილი/ფოტო: გივი ავალიანი

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *