ახალი ამბები

გია ხევიაშვილი: ვთანამშრომლობ გამოძიებასთან, რომელიც დაადგენს ყველაფერს

16 ივლისი, 2014 • • 1919
გია ხევიაშვილი: ვთანამშრომლობ გამოძიებასთან, რომელიც დაადგენს ყველაფერს

“ვრცელ კომენტარებს არ ვაკეთებ და გეტყვით ერთს, რომ ვთანამშრომლობ გამოძიებასთან, დასრულდება გამოძიება და გამოძიება დაადგენს ყველაფერს. ადამიანურად გამიგეთ, არ შემიძლია ახლა რაღაც გრძელ-გრძელი და ბრტყელ-ბრტყელი სიტყვების თქმა”.

დღეს ბადრი ნანეტაშვილმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გაცხადება გაავრცელა, სადაც ეროსი კიწმარიშვილთან ბოლო შეხვედრას დეტალურად ისხენებს. როგორც ნანეტაშვილი წერს, გუშინწინ ეროსი კიწმარიშვილმა და გია ხევიაშვილმა მას გაუარეს ნუცუბიძის ქუჩაზე, ჩაჯდა ეროსი კიწმარიშვილის ავტომანქანაში და წავიდნენ ვაჟა-ფშაველას ქუჩის დასაწყისში, სადაც დასხდნენ პიცერია “პრეგოში”:

 

“იქ ეროსი იყო მხიარულ ხასიათზე. პიცას უწონებდა კაფეს. შემდეგ დაიწყო მომავალ გეგმებზე ლაპარაკი. ამბობდა, უნდა გავხსნა საკაბელო ტელევიზია და არასამთავრობო ორგანიზაციაო. რომ ორ წელიწადში ზედიზედ სამი არჩევნები მოდის და ბევრი სამუშაო მექნებაო. ამბობდა, მართალია არჩევნები წავაგე, მაგრამ აქამდე, ორი წელიწადი ხელისუფლებამ ჩამძირა, სახლში ჩამკეტა და ამ არჩევნებმა მე სახლიდან გამომიყვანა და გამააქტიურაო. კიდევ ამბობდა, რომ რუსთავი 2-თან მოლაპარაკება მაქვს, სამოცი წუთი უნდა ავღადგინოვო.. მაგარი ბომბი გადაცემა უნდა გავაკეთოვო.

 

კაფეში დანით პიცის ნაჭერს ჭრიდა და თითი გაიჭრა. ხევიაშვილი გარეთ გავიდა აფთიაქში და ბინტი შემოუტანა, მაგრამ არ დასჭირდა.

 

კაფედან წამოსვლის შემდეგ, ხევიაშვლი მივიყვანეთ მის ავტომანქანასთან, ეროსის სახლთან. ამ დროს ეროსიმ მთხოვა გავყოლოდი იარაღის მაღაზიაში, რომ ძმის დაბადების დღე იყო და საჩუქარი მინდა გავუკეთოვო. რაღაც ადრინდელი ნაჩუქარი იარაღი მაქვსო და იმის გაფორმება თუ რთული არ იქნება, იმას ვაჩუქებო. თან ვაზნების ყიდვა უნდოდა იმ იარაღის. (ამ საკითხზე წინა საღამოს სკაიპშიც დამელაპარაკა). მაღაზიაში გასაუბრების შემდეგ, უთხრა, რომ კარგი, ეხლა იმის დევნა დიდ დროს წამართმევს და რახან ახალის ყიდვა უცებ ხდება, ახალს ვიყიდიო. ამის შემდეგ კარგა ხანს ვარჩევდით იარაღს.

 

მაღაზიის შემდეგ ამოწერილი საბუთები წავიღეთ პოლიციაში, მაგრამ გვითხრეს, რომ სამუშაო უკვე დამთავრებულია და მეორე დილით მივსულიყავით. ეროსიმ მითხრა, შენ ალბათ ადრე ვერ გაიღვიძებო და მე ათ საათზე მივალო.

 

მე ეხლაც ვაცხადებ, რომ ეროსის თავის მოკვლის მიზეზი არც ქონია და არც მის ხასიათზე და მომავალ გეგმებზე ლაპარაკის დროს არ ჩანდა. მხოლოდ მომავალი საქმეების კეთებისთვის შემართებული ადამიანის ლაპარაკი იყო”, – წერს ნანეტაშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი