ახალი ამბები

ქუჩების რაოდენობა, სადაც მიკროავტობუსები მხოლოდ გაჩერებაზე გაჩერდებიან, გაიზრდება

23 იანვარი, 2019 • 1075
ქუჩების რაოდენობა, სადაც მიკროავტობუსები მხოლოდ გაჩერებაზე გაჩერდებიან, გაიზრდება

თბილისში ქუჩების რაოდენობა, სადაც მიკროავტობუსებს მხოლოდ გაჩერებაზე შეეძლებათ გაჩერება, გაიზრდება. თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, შესაბამის სამსახურს ამ ქუჩებზე გაჩერებების მოწყობა დაევალა. დღეს, 23 იანვარს გამართულ მთავრობის სხდომაზე კალაძეს არ უთქვამს, რომელ ქუჩებზე იქნება ეს აკრძალვა და როდიდან.

თბილისის მერის მტკიცებით, წარმატებით ხორციელდება 2018 წლის 1 მარტიდან 14 ქუჩაზე მოქმედი იგივე აკრძალვა და აქედან გამომდინარე, მიკროავტობუსები სხვა ქუჩებზეც მხოლოდ გაჩერებაზე უნდა გაჩერდნენ.


2018 წლის პირველი მარტიდან მიკროავტობუსები მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოსაცდელებთან შემდეგ ქუჩებზე ჩერდებიან:

  1. ვაჟა-ფშაველას გამზირი
  2. შოთა რუსთაველის გამზირი
  3. ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი
  4. დავით აღმაშენებლის გამზირი
  5. ილია ჭავჭავაძის გამზირი
  6. მარშალ გელოვანის გამზირი
  7. პეკინის გამზირი
  8. მერაბ კოსტავას ქუჩა
  9. პეტრე მელიქიშვილის ქუჩა
  10. ვახტანგ გორგასლის ქუჩა
  11. ჟიული შარტავას ქუჩა
  12. ჯორჯ ბუშის ქუჩა
  13. დავით აღმაშენებლის ხეივანი
  14. კახეთის გზატკეცილი

მასალების გადაბეჭდვის წესი