“სასწრაფო დახმარების ეფექტურად მუშაობას ხელს უშლიდა ორი ტიპის პრობლემა: პირველი- ტექნიკური [საავტომობილო პარკის]. ეს პრობლემა გვარდება. კონტრაქტები გაფორმებულია და წლის ბოლოს მთელი საქართველოს მასშტაბით ავტოპარკი განახლდება,”- აცხადებს მინისტრი.
მეორე პრობლემა, ჯანდაცვის მინისტრის თქმით, სამართლებრივი რეგულაციებია.
“პრეჰოსპიტალურ ეტაპზე გადაწყვეტილების მიღების პრინციპები და მეთოდები. ეს მეთოდოლოგია დავამუშავეთ და ვფიქრობთ, რომ მალე შემოვიტანთ. ეს გამოიხატება იმაში, რომ გეოგრაფიულ ხელმისაწვდომობაზე იქნება დამოკიდებული და არა ადმინისტრაციულზე და იქნება პაციენტის რეალურ მდგომარეობაზე.”
მისი თქმით, რეგულაციებზე კონსულტაციები მიმდინარეობს.
