ახალი ამბები

ქრთამის აღების ბრალდებით აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენელი დააკავეს

16 ივლისი, 2014 • • 1139
ქრთამის აღების ბრალდებით აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენელი დააკავეს

გამოძიების ცნობით, დავით გადელიამ, იძულებით გადაადგილებული პირისათვის სახელმწიფოს მხრიდან საცხოვრებელი ბინის უსასყიდლოდ გადაცემაში დახმარების გაწევის სანაცვლოდ, ქრთამის სახით აიღო ფულადი თანხა 6 500 აშშ დოლარის ოდენობით.

 

მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მეორე  ნაწილის “ბ“ ქვეპუნქტით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 11 წლამდე ვადით.

მასალების გადაბეჭდვის წესი