ახალი ამბები

კალაძე: “რუსთავი 2” მიზანმიმართულად ახორციელებს სიცრუის პროპაგანდას

16 ივლისი, 2014 • • 2130
კალაძე: “რუსთავი 2” მიზანმიმართულად ახორციელებს სიცრუის პროპაგანდას

“გუშინ მქონდა საუბარი მარეგულირებლის [სემეკის] ხელმძღვანელთან, მიმდინარეობს ტარიფის გადათვლა. ჩვენ გუშინ ვნახეთ, განსაკუთრებით “რუსთავი 2”-ის ეთერში მიზანმიმართული კამპანია იმასთან დაკავშირებით, რომ ტარიფი იზრდებოდა და ეს არის სიცრუე.

 

ვფიქრობ, რომ ეს სიახლე არ არის, რომ “რუსთავი 2” მიზანმიმართულად ახორციელებს სიცრუის პროპაგანდას, ეს არის მანქანა, რომელიც წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა სიცრუეზე დაფუძნებული, რომელსაც წინა ხელისუფლება ძალიან კარგად იყენებდა სათავისოდ.

 

მინდა მივმართო ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას, არ დაუჯეროს იმ ცრუ განცხადებებს, რასაც “რუსთავი 2″ აკეთბდა გუშინ. ტარიფი არ შეიცვლება, დარჩება შემცირებული ტარიფი, რომელიც ჩვენი ხელისუფლების მოსვლის დროს განხორციელდა”, – განაცხადა კახი კალაძემ.

 

შეგახსენებთ, რომ გუშინ სემეკმა წარმოადგინა ელექტროენერგიის ტარიფის დათვლის ახალი მეთოდლოგია, რომლის მიხედვითაც ახალი ტარიფი დაუდგინდება 1 სექტემბრიდან “ენერგო პრო ჯორჯიას”. აღნიშნული კომპანიის გენერალურმა დირექტორმა გუშინ განაცხადა, რომ ტარიფი 0.5 ან 1 თეთრით გაძვირდება, თუკი ის ინვესტიციებს განახორციელებს, რომლის კომპონენტი ტარიფის ახალ მეთოდოლოგიაში ჩადებულია. გუშინვე ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ ტარიფის მნიშვნელოვანი ზრდა არ მოხდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი