ახალი ამბები

4 წლის ბავშვის დაღუპვის ფაქტს გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით იძიებენ

22 იანვარი, 2019 • 1691
4 წლის ბავშვის დაღუპვის ფაქტს გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით იძიებენ

თბილისში, სანზონაში 4 წლის ბავშვი დაიღუპა. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს გაუფრთხილებლობით, – ისჯება შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.

იგივე ქმედება, ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.

შსს-ში ნეტგაზეთს უთხრეს, რომ მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის დანიშნულია ცხედრის ექსპერტიზა.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი