ახალი ამბები

კიწმარიშვილის გარდაცვალების საქმეს პროკურატურა იძიებს

15 ივლისი, 2014 • • 892
კიწმარიშვილის გარდაცვალების საქმეს პროკურატურა იძიებს

პროკურატურის განცხადებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლის მიხედვით დაიწყო. რაც თვითმკვლელოვამდე მიყვანას გულისხმობს:

 

“თვითმკვლელობამდე ან თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანა მსხვერპლისადმი მუქარით ან სასტიკი მოპყრობით, ანდა მისი პატივის ან ღირსების სისტემატური დამცირებით, –

ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.”

 

ეროსი კიწმარიშვილი, რომელიც 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში რუსთავის მერის კანდიდატურაზე იყრიდა კენჭს, დღეს ყიფშიძის ქუჩაზე მოკლული იპოვეს. 

ადგილი, სადაც ეროსი კიწმარიშვილი გარდაცვლილი იპოვეს პოლიციას აქვს შემოსაზღვრული, 15.07.2014
ადგილი, სადაც ეროსი კიწმარიშვილი გარდაცვლილი იპოვეს პოლიციას აქვს შემოსაზღვრული, 15.07.2014

მასალების გადაბეჭდვის წესი