ახალი ამბებიეკონომიკა

26 მილიარდერი იმდენ ქონებას ფლობს, რამდენსაც 3.8 მილიარდი ადამიანი ერთად

21 იანვარი, 2019 • 2748
26 მილიარდერი იმდენ ქონებას ფლობს, რამდენსაც 3.8 მილიარდი ადამიანი ერთად

მსოფლიოს მილიარდერები ყოველდღიურად 2.5 მილიარდი აშშ დოლარით მდიდრებიან, როცა მოსახლეობის ყველაზე ღარიბი ფენა საკუთარი კაპიტალის შემცირებას განიცდის.

მსოფლიოს ყველაზე მდიდარი 26 ადამიანი 1.4 ტრილიონ აშშ დოლარის ქონებას ფლობს, რაც 3.8 მილიარდი ადამიანის ერთად აღებული ქონების ტოლია.

როგორც CNN წერს, მსოფლიოში მილიარდერების რაოდენობამ ისტორიულ ნიშნულს მიაღწია. გასულ ათწლეულში გლობალური ეკონომიკური კრიზისის შემდეგ, მილიარდერების რაოდენობა გაორმაგდა.

როგორც CNN წერს, 26 ტოპ მილიარდერს იმდენი ქონება აქვს, რამდენსაც მსოფლიოს 3.8 მილიარდი ადამიანი ერთიანად ფლობს. მათ შორის არიან Amazon-ის დამფუძენებელი ჯეფ ბეზოსი, Microsoft-ის- ბილ გეითსი, Berkshire Hathaway-ს -ვარენ ბაფეტი და  Facebook-ის დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი. მხოლოდ ეს ოთხი ადამიანი, ფორბსის მიხედვით, 357 მილიარდ აშშ დოლარს ფლობს.

ორგანიზაცია, რომლის სტატისტიკას CNN  ეყრდნობა, გადასახადების უფრო სამართლიანი სისტემის შემოღების რეკომენდაციას გასცემს. როგორც ოქსფამი აცხადებს, საჭიროა, ხალხს ხელი მიუწვდებოდეს უფასო ჯანდაცვაზე, განათლებასა და სხვა საზოგადოებრივ სერვისებზე და შეიქმნას გარნტიები, რომ ამით ქალები და გოგოებიც ისარგებლებენ.

ორგანიზაცია ადვოკატირებს ისეთ სფეროებში ინვესტირებას, როგორიცაა წყლისა და ელექტროენერგიის ხელმისაწვდომობას და ბავშვებზე ზრუნვას, რათა ქალებს მეტი თავისუფალი დრო მიეცეთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი