ახალი ამბები

თბილისში გაზის გაჟონვით კიდევ ერთი აფეთქება მოხდა – რუსთავი 2

18 იანვარი, 2019 • 2466
თბილისში გაზის გაჟონვით კიდევ ერთი აფეთქება მოხდა – რუსთავი 2

რუსთავი 2-ის ინფორმაციით, თბილისში, გეთიას ქუჩაზე, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად წყლის გამაცხელებელი აფეთქდა, რასაც ხანძარი მოჰყვა. კურიერს ადგილობრივებმა უთხრეს, რომ ხანშრის შედეგად მთლიანად დაიწვა დამხმარე ნაგებობა.

ადგილოვრივებმა სახლიდან გამოსვლა მოახერხეს. ისინი რუსთავი 2-თან საუბრისას აღნიშნავენ, რომ ბუნებრივი აირი მთელი ღამის განმავლობაში ჟონავდა. პირველ სართულზე მცხოვრები მოქალაქეების თქმით, მათ ინტოქსიკაცია მიიღეს.

  • საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ ხანძარი გეთიას ქუჩაზე წუხელ, ღამის საათებში გაჩნდა ბარაკული ტიპის სახლში, სადაც 15 კვ.მ. დაიწვა. მათი ინფორმაციით, ცეცხლი მალევე ჩააქრეს, ხოლო აფეთქების შესახებ ინფორმაცია არ აქვთ.

რუსთავი 2-ის ინფორმაციით, დღეს დილით თბილისში აფეთქებას გადაურჩა კიდევ ერთი საცხოვრებელი კორპუსი. ტელეკომპანიის ცნობით, ცოტა ხნის წინ “ყაზტრანსგაზმა” ბუნებრივი აირის მიწოდება დიღმის მასივში მდებარე საცხოვრებელს შეუწყვიტა.

მასალების გადაბეჭდვის წესი