ახალი ამბები

ამინდის გამო საავტომობილო გზების ნაწილზე შეზღუდვები დაწესდა

17 იანვარი, 2019 • 1164
ამინდის გამო საავტომობილო გზების ნაწილზე შეზღუდვები დაწესდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ინტენსიური თოვის, ლიპყინულისა და ზვავსაშიშროების გამო, ზოგიერთ რეგიონში, გზებზე შეზღუდვები დაწესდა.

შსს-ს ცნობით, თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზის 45კმ-დან 65-ე კილომეტრამდე მონაკვეთი (სოფელ იგოეთთან) გადაადგილება რეკომენდებულია ზამთრის საბურავებით და დაბალი სიჩქარით.

უწყებაში აცხადებენ, რომ ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია გუდაური – კობის მონაკვეთზე და ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე. თბილისის შემოვლით გზაზე კი იკრძალება მხოლოდ სატვირთო ავტომანქანების გადაადგილება.

მასალების გადაბეჭდვის წესი