იგოეთთან მოყინული გზის გამო ერთმანეთს 20 მანქანა შეეჯახა. ნეტგაზეთს შსს-ს პრესსამსახურში უთხრეს, რომ მოყინული გზის გამო რამდენიმე მანქანა მოცურდა, რის გამოც სხვადახვა ადგილას მოხდა შეჯახება. შსს-ვე ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
“ამ დროისთვის საპატრულო პოლიციას ადგილზე არეგულირებს მოძრაობას. გადაადგილება შეზღუდული არ არის,”-აცხადებენ შსს-ში.