ახალი ამბები

ვიდეოსიუჟეტის მიხედვით, ჩრდილოკორეის ტელევიზია მათი ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გასვლას იუწყება

13 ივლისი, 2014 •
ვიდეოსიუჟეტის მიხედვით, ჩრდილოკორეის ტელევიზია მათი ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გასვლას იუწყება

ბრიტანული გამოცემის თანახმად, ზემოხსენებულმა ტელევიზიამ მოამზადა სიუჟეტი, რომლის მიხედვით, ჩრდილოეთ კორეამ ჯგუფურ ეტაპზე იაპონიას 7-0, აშშ-ს 4-0, ხოლო ჩინეთს 2-0 სძლია და ფინალში კრიშტიანო რონალდოს პორტუგალიას დაუპირისპირდება.


სინამდვილეში მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში კვირას არგენტინა და გერმანია ითამაშებენ, ხოლო ჩრდილოეთ კორეას ბრაზილიაში მიმდინარე მუნდიალში მონაწილეობა საერთოდ არ მიუღია.

 

Update: ზემოხსენებულ ვიდეოჩანაწერს კანადური CBC-იც ავრცელებს, თუმცა ამ მედიასაშუალების ცნობით, საუბარი არა ჩრდილოეთ კორეის ფინალში, არამედ მერვედფინალში გასვლაზეა. ნებისმიერ შემთხვევაში ეს ინფორმაცია ყალბია, რადგან ჩრდილოკორეის ნაკრები ბრაზილიაში არ იმყოფება, ხოლო პორტუგალიამ ჯგუფიდან გასვლა ვერ მოახერხა. ამასთან CBC ხაზს უსვამს “ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო სამსახურის მიდრეკილებას დეზინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებით, როდესაც საქმე სპორტულ შედეგებს ეხება”, თუმცა არ გამორიცხავს, რომ ეს კონკრეტული ვიდეო ვინმეს მიერ მაღალ დონეზე მომზადებული პაროდიაც იყოს.


Update 2: სოციალური ქსელი “რედიტის” ერთ-ერთი მომხმარებელი სამხრეთ კორეიდან, crnprdian-ი წერს, რომ ვიდეო პაროდიაა და ის ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო ტელევიზიას არ გაუვრცელებია. მისი თქმით, დიალექტი, რომლითაც სიუჟეტში მოცემული ხმა მეტყველებს, ჩრდილოკორეულს არ შეესაბამება და ასევე, ჩრდილოკორეაში ჩემპიონატის მატჩების ჩანაწერების ნაწილს უჩვენებენ, შესაბამისად, მოქალაქეებმა იციან, თუ რა ხდება ტურნირზე.


მასალების გადაბეჭდვის წესი