“მოლოცვები ძალიან ბევრი შემოვიდა, ზოგი მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით, ზოგი სატელეფონო ზარების სახით. ნამდვილად არ მახსოვს, პირველი ვინ მომილოცა, რადგან ეს-ესაა გამოცხადდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის მხრიდან პირველადი შედეგები, თუმცა მანამდე უბნებიდან, როცა გრძნობდნენ ჩვენები და ვინც უბნებზე იყო და ნახულობდნენ, რომ უბნების მიხედვით ვიმარჯვებდით, პირველი მოლოცვა სწორედ უბნებიდან წამოვიდა, ჩვენი აქტივისტების მხრიდან წამოვიდა. ბატონ ბიძინას არ დაურეკია”, – განაცხადა დავით ნარმანიამ ტელეკომპანია “მაესტროს” შეკითხვის საპასუხოდ.
შეგახსენებთ, რომ ცესკომ წინასწარი შედეგები ცოტა ხნის წინ გამოაცხადა, შედეგების თანახმად მერის არჩევნებში დავით ნარმანია იმარჯვებს.

