ახალი ამბები

თბილისში 69 მლნ ლარის ღირებულების ISUZU-ს მარკის 220 ავტობუსს შემოიყვანენ

16 იანვარი, 2019 • 5891
თბილისში 69 მლნ ლარის ღირებულების ISUZU-ს მარკის 220 ავტობუსს შემოიყვანენ

თბილისის ვიცემერის, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, 2019 წლის განმავლობაში თბილისში ISUZUS-ს მარკის, 8-მეტრიანი 220 ავტობუსი შემოვა. ხმალაძის განმარტებით, ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას ავტობუსების შემოყვანისთვის 69 მლნ ლარს გადაუხდის.

ხმალაძე განმარტავს, რომ ტენდერი უკვე დასრულდა, თუმცა ჯერჯერობით ხელშეკრულება კომპანიასთან გაფორმებული არ არის, შესაბამისად, რა ეტაპებით მოხდება ავტობუსების შემოყვანა, მისთვის უცნობია. ვიცემერის თქმით, გამარჯვებულად ცნობის ოქმი უკვე ატვირთულია.

“გარკვეული პროცედურები დარჩენილია, თუმცა გამარჯვებულად ცნობის ოქმი ატვირთულია. ჯამური ღირებულება დაახლოებით 69 მლნ ლარს შეადგენს. სატენდერო ვაჭრობამ ფასის საკმაო კლება გამოიწვია და წლის განმავლობაში, 2019 წლის განმავლობაში, 220 ეს ახალი, თანამედროვე ავტობუსები შემოვა.  “, – განაცხადა ხმალაძემ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი