ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ფაშინიანი სომხურ მედიას ახალი ხელისუფლების უარყოფითად გაშუქებაში ადანაშაულებს

16 იანვარი, 2019 • 2193
ფაშინიანი სომხურ მედიას ახალი ხელისუფლების უარყოფითად გაშუქებაში ადანაშაულებს

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა სომხეთის მედიაგარემოსა და მედიის მიერ მისი პოლიტიკური გუნდის დისკრედიტაციის შესახებ ისაუბრა.

“რევოლუციის შემდეგ სომხეთში არ ჰქონია ადგილი საკუთრების გადანაწილებას, ეს საინფორმაციო ველსაც შეეხება. სიმართლე გითხრათ, მე ეს ძალიან მახარებს და ამ პოზიციაში არაფერი შეცვლილა და არც შეიცვლება. საკუთრების გადანაწილება არ მოხდება. 90% ქვეყნის საინფორმაციო სივრცეს ეკუთნის- ან ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს, ანდა ამჟამინდელი ოპოზიციის წევრებს”.

ფაშინიანი ამბობს, რომ ეს ფაქტი  ახალი ხელისუფლების საქმიანობას უარყოფითად წარმოაჩენს:

“ამ კუთხით შექმნილი ვითარება უბრალოდ უნიკალურია, რადგანაც ხელისუფლება არ ფლობს არც ფინანსებს, არც საინფორმაციო რესურსებს, ვინაიდან საინფორმაციო ველში არსებული რესურსები ან თავისუფალია, ან ოპოზიციის ხელშია.

დღეს საინფორმაციო სივრცეში შემდეგი პროცესი მიმდინარეობს:მედია ცდილობს ჩვენი ხელისუფლების “გარესპუბლიკურებას”. რას ნიშნავს ეს? ანუ მედია ამბობს, რომ არანაირი განსხვავება არ არის ჩვენსა და წინა ხელისუფლებას შორის. ეს კეთდება იმისთვის, რომ აჩვენონ, რომ სომხეთში მომხდარი ცვლილებები აზრსმოკლებულია და ქვეყანაში არაფერი შეცვლილა. ამ სააგიტაციო კამპანიაში განსაკუთრებული ადგილი უკავია ჩემი ოჯახისა და ჩემი პოლიტიკური გუნდის მიმართ ანტიკამპანიას”.

2018 წლის გაზაფხულზე შემდგარი სომხეთის “ხავერდოვანი რევოლუციის” ლიდერისა და პრემიერ-მინისტრობის მოვალეობის შემსრულებლის, ნიკოლ ფაშინიანის ბლოკმა “ჩემი ნაბიჯი” 2018 წლის საპარლამენტო არჩევნებში 70,43% მიიღო.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი