ნინოწმინდისა და ახალქალაქის საავტომობილო გზაზე მოძრაობა აკრძალულია

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ძლიერი ქარისა და შეზღუდული ხილვადობის გამო ნინოწმინდიდან-სომხეთის საზღვრამდე მონაკვეთზე და ახალქალაქი-კარწახის გზაზე მოძრაობა აკრძალულია. როგორც გზების დეპარტამენტი აცხადებს, რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის ახალციხე-ნინოწმინდას გზის კმ90-კმ112 (ნინოწმინდიდან-სომხეთის საზღვრამდე) მონაკვეთზე და საერთაშორისო მნიშვნელობის ახალქალაქი-კარწახის საავტომობილო გზის კმ1-კმ36.5 მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. საერთაშორისო მნიშვნელობის ახალციხე-ნინოწმინდის გზის … Continue reading ნინოწმინდისა და ახალქალაქის საავტომობილო გზაზე მოძრაობა აკრძალულია