“დარღვევის შესახებ ,,სამართლიანი არჩევნების“ ცენტრალურ ოფისში ინფორმაციის გადაცემისას კომისიის თავმჯდომარე სიტყვიერად დაუპირისპირდა დამკვირვებელს და არ აძლევდა სატელეფონო საუბრის გაგრძელების საშუალებას. აღნიშნულ ფაქტზე ,,სამართლიანი არჩევნები“ მოახდენს შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას”.- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

 

გარდა აღნიშნულისა, “სამართლიანმა არჩევნებმა”  საარჩევნო დოკუმენტაციის არასათანადოდ წარმოების 2 შემთხვევა დააფიქსირა –  რუსთავის საარჩევნო ოლქის #9 საარჩევნო  უბანზე დაირღვა საკონტროლო ფურცლის შევსების წესი და ლანჩხუთის საარჩევნო ოლქის #18 საარჩევნო უბანზე მიღებული საარჩევნო ბიულეტენების ოდენობის ზეპირი გამოცხადების შემდეგ არ მოხდა მათი ოდენობის დაფიქსირება სადემონსტრაციო ოქმსა და ჩანაწერთა წიგნში.

 

სადამკვირვებლო ორგანიზაციის ინფორმაციით, ლანჩხუთის საარჩევნო ოლქის #3 საარჩევნო უბანზე ერთდროულად იმყოფებოდა ერთი საარჩევნო სუბიექტის (დავით თარხან-მოურავი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი) ორი წარმომადგენელი. ,,სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლის შენიშვნის შემდეგ თავმჯდომარემ აღმოფხვრა დარღვევა – ერთ-ერთ წარმომადგენელს დაატოვებინეს საარჩევნო უბანი.

 

ბაღდათის საარჩევნო ოლქის #9 საარჩევნო უბანზე მარკირების შემოწმების გარეშე არჩევნებში მონაწილეობის საშუალება ერთ პირს მისცეს. 

 

ამ დროისათვის „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების მიერ საარჩევნო კომისიებში შეტანილია 3 საჩივარი.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *