ახალი ამბები

“ქურდული წილის” გამოძალვაში ბრალდებულებს პატიმრობა მიესაჯათ – პროკურატურა

15 იანვარი, 2019 • 1115
“ქურდული წილის” გამოძალვაში ბრალდებულებს პატიმრობა მიესაჯათ – პროკურატურა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ქურდული სამყაროს წევრობისთვის ბრალდებული პირები – დ.ჭ., კ.ბ. და გ.ბ. დამნაშავედ ცნო – ინფორმაციას ამის შესახებ პროკურატურა ავრცელებს.

“სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ დ.ჭ., კ.ბ. და გ.ბ. ქურდულ სამყაროში დადგენილი სპეციალური წესების შესაბამისად მოქმედებდნენ და  სისტემატური კავშირი ჰქონდათ საზღვარგარეთ მყოფ კანონიერ ქურდებთან – მ.ზ-სთან, გ.ხ-სთან და ა.პ-სთან, რომელთა დავალებით აქტიურად იყვნენ ჩართულნი ქურდული სამყაროს მიზნების განხორციელებაში. 2018 წლის აპრილში დ.ჭ., კ.ბ. და გ.ბ. კანონიერი ქურდების დავალებით, მუქარითა და დაშინებით ერთ-ერთი დაზარალებულისგან ე.წ. „ქურდული წილის“ – 60 000 ლარის გამოძალვას ცდილობდნენ”, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა დ.ჭ., და კ.ბ. ქ.თბილისში, ხოლო გ.ბ. სიღნაღის რაიონის სოფ. ანაგაში 2018 წლის 19 აპრილს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით (ქურდული სამყაროს წევრობა (2018 წლის 1 მაისამდე რედაქციით)) წარედგინათ და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. თბილისის საქალაქო სასამართლომ სამივე ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად დ.ჭ-ს და კ.ბ-ს 7-7 წლით ხოლო გ.ბ-ს 6 წლით და 6 თვით თავისუფლება აღკვეთა განუსაზღვრა.

მასალების გადაბეჭდვის წესი