ახალი ამბები

ოთარ კობერიძე “ასავალ დასავალს” უჩივის და 70 000 ლარს ითხოვს

11 ივლისი, 2014 • • 3406
ოთარ კობერიძე “ასავალ დასავალს” უჩივის და 70 000 ლარს ითხოვს

“სარჩელი შეტანილია გაზეთი ასავალ დასავალის მიერ შეგნებულად ცრუ ინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებით, რაც მის ღირსებას შეურაცხყოფს და ცდება ყოველგვარ მორალს. იმ ადამიანისთვის, ვინც გამოაქვეყნა ინფორმაცია, ცნობილი იყო, რომ მის მიერ გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამებოდა სიმართლეს, ჟურნალისტმა გამოხატა პირადი მოსაზრებებიც”, – აცხადებს ოთარ კობერიძის ადვოკატი იაგო ხვიჩია.

 

ადვოკატის თქმით, საქმეში მოპასუხე მხარეს “ასავალ დასავალის” გარდა წარმოადგენენ ის რესპონდენტებიც, ვინც ოთარ კობერიძესთან დაკავშირებით ჟურნალისტს ესაუბრა და ცრუ ინფორმაცია მიაწოდა:

 

“თუნდცა ბატონი ოთარის თხოვნით მატერიალური ზიანის, 70 000 ლარის ანაზღაურების მოთხოვნა არ ყოფილიყო საქართველოს მოქალაქეების მიმართ და ყოფილიყო მედიასაშუალების წინააღმდეგ. დანარჩენებისგან ბატონი ოთარი ითხოვს ცრუ ინფორმაციის უარყოფას იგივე მედიასაშუალებით, რომლითაც მოხდა გავრცელება”

იაგო ხვიჩიას თქმით, სტატია ეკუთვნის ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს, რომლის წინააღმდეგაც ოთარ კობერიძეს ერთი საქმე უკვე მოგებული აქვს:

“ოთარ კობერიძე უჩიოდა გაზეთ “ალიასაც”, სადაც ამავე ჟურნალისტმა მის შესახებ გამოაქვეყნა მასალა, ბატონმა ოთარმა ეს საქმე მოიგო, ის 50 000 ლარს ითხოვდა”, – აცხადებს ადვოკატი. თუმცა მას არ აქვს ინფორმაცია, მიიღო თუ არა ოთარ კობერიძემ ეს თანხა, რადგან “ალიას” წინააღმდეგ საქმის მიმდინარეობისას მსახიობს სხვა ადვოკატი იცავდა.

სტატიები, რომლებთან დაკავშირებითაც დავა მიმდინარეობს,  გაზეთ “ასავალ-დასავალის” 2014 წლის 19-25 მაისის და 26 მაისი – 01 ივნისის ნომრებში გამოქვეყნდა. საქმე წარმოებაში უმვე მიღებული და ადვოკატის განცხადებით, სხდომა სავარაუდოდ უახლოეს მომავალში ჩაინიშნება.

ოთარ კობერიძე
ოთარ კობერიძე

მასალების გადაბეჭდვის წესი