ნეტგაზეთი | ფოლკლორის ცენტრი GDS-ზე “ბანის” რაჭული სიმღერის შესრულების ფორმას ეხმაურება ფოლკლორის ცენტრი GDS-ზე “ბანის” რაჭული სიმღერის შესრულების ფორმას ეხმაურება – Netgazeti
RU | GE  

ფოლკლორის ცენტრი GDS-ზე “ბანის” რაჭული სიმღერის შესრულების ფორმას ეხმაურება

“საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი პატივს სცემს ადამიანის ღირსებასა და თავისუფლებას, თავისუფალ აზრსა და თავისუფალ მედიას, მაგრამ უკიდურესად შეშფოთებულია და გულისტკივილს გამოთქვამს ბოლო პერიოდში გახშირებული არაეთიკური და არაკორექტული დამოკიდებულების გამო ქართული ფოლკლორის ნიმუშების მიმართ,”- ავრცლებს განცხადებას ფოლკლორის სახელწმიფო ცენტრი.

განცხადებაში ნათქვამია, რომ უარყოფითი ტენდენციის კულმინაცია იყო ჯგუფ  “ბანის” მიერ  “შესრულებული” რაჭული სიმღერა და შესრულების ფორმა ქართული ტელეარხის ეთერში. 

 

“დაუშვებლად მიგვაჩნია ქართული ხალხური სიმღერის არამიზნობრივად, მერკანტილური, მომხმარებლური მიზნით გამოყენება, ე.წ. პოპულარობის მოსაპოვებლად. ეროვნული საუნჯის ხელყოფის უფლება არავის აქვს.”

 

ცენტრი მიმართავს ფოლკლორულ და შემოქმედებით კოლექტივებს, ასევე, სხვა შემსრულებლებს:

 

“ნუ გახდით მსოფლიოს მიერ აღიარებულ ქართულ ხალხურ სიმღერას საეჭვო, მდარე ხარისხის ექსპერიმენტების სამიზნედ.”


 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნინო კახიშვილი