ახალი ამბები

ეს მორალურად უნდა დავჯაბნოთ და არა სისხლის სამართლით – დოლიძე “ცილისწამების კანონზე”

14 იანვარი, 2019 • 1465
ეს მორალურად უნდა დავჯაბნოთ და არა სისხლის სამართლით – დოლიძე “ცილისწამების კანონზე”

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ანა დოლიძე ცილისწამების კრიმინალიზების ინიციატივას მხარს არ უჭერს. როგორც დოლიძე აცხადებს, ის თვითონ არის ცილისწამების მსხვერპლი, რის გამოც მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილს სასამართლოში უჩივლა მიმდინარე წელს. თუმცა, როგორც მან ტვ პირველის ეთერში განაცხადა, უხამსობა მორალურად, მსჯელობით უნდა დაჯაბნონ და არა სისხლის სამართლის მეშვეობით.

“ეს საკითხი საქართველოს დღევანდელ კონტექსტში… მე თვითონ ვარ ამის ერთ-ერთი ობიექტი. მოგეხსენებათ, მოსამართლე გვრიტიშვილმა აბსურუდული ბრალდებები წარმოთქვა ჩემს წინააღმდეგ, გასაგებია, რომ მტკივნეულია… სამწუხაროდ, ნეგატიური და ანტიკმაპანიები ამერიკაშიც არსებობს, მაგრამ ამას მხოლოდ ზნეობრივი, ეთიკური დისკუსიით უნდა ვებრძოლოთ.

საქართველოოში, როდესაც ადამიანებს იჭერდნენ პოლიტიკური აზრისთვის, დევნიდნენ აზრის გამოხატვისთვის, მსგავსი ბერკეტის შემოღება მიზანშეუწონელი იქნება ჩვენი ისტორიის და კონტექსტის გათვალისწინებით.

ყველაზე მნიშვნელოვანია და, მე ვფიქრობ, პრეზიდენტს ეს შეუძლია, რომ ნელ-ნელა მსჯელობის ისეთი ეთიკური და მორალური სტანდარტები შემოიტანოს, რომ უხამსობები მარგინალიზებული იყოს. ეს მორალურად უნდა დავჯაბნოთ და არა სისხლის სამართლის მეშვეობით”, – განაცხადა ანა დოლიძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი