ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

საქართველოში აზერბაიჯანის ოპოზიციის მხარდამჭერი დააკავეს

11 ივლისი, 2014 • • 1261
საქართველოში აზერბაიჯანის ოპოზიციის მხარდამჭერი დააკავეს

როგორც საქართველოს მთავარ პროკურატურაში ნეტგაზეთს განუმარტეს, “ამჟამად აგალაროვის ექსტრადირების საკითხი განიხილება და გადაწყვეტილება საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვლისწინებული ნორმების საფუძველზე იქნება მიღებული.” 

 

დაშგინ აგალაროვის დაკავების მიზეზზე პროკურატურა არ საუბრობს. 


აგალაროვის დაკავების შესახებ ინფორმაცია ნეტგაზეთს კავკასიურმა ინსტიტუტმა მიაწოდა. მათი ინფორმაციით, აგალაროვი რამდენიმე დღის წინ ბათუმში აზერბაიჯანის მთავარი პროკურატურის თხოვნით დააკავეს. 

 

აგალაროვის დაკავების შესახებ განცხადებას აზერბაიჯანელი ჟურნალისტებიც ავრცელებენ. მათი განმარტებით, აზერბაიჯანმა აგალაროვზე საერთაშორისო ძებნა 4 ათასი ევროს ოდენობით გადასახადებიდან თავის არიდების გამო გამოაცხადა, თუმცა დევნის რეალური მიზეზი, მათი განცხადებით, მისი აქტიური ოპოზიციური მოღვაწეობაა. 


აზერბაიჯანელი ჟურნალისტები მიიჩნევენ, რომ მსგავს საკითხებში საქართველოს მხარე “სამართლიანობის აღდგენის” თვალსაზრისით ორმაგი სტანდარტებით მოქმდებს. მაგალითისთვის მათ რამდენიმე წლის წინ მომხდარი ფაქტი მოჰყავთ, როდესაც ქართულმა მხარემ 2005 წელს მოკლული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, ელმარ ჰუსეინოვის მკველობაში ეჭვიმატანილი ორი ადამიანის აზერბაიჯანისთვის გადაცემაზე უარი თქვა. 

 

“საინტერესოა, როგორ მოიქცევა საქართველოს ხელისუფლება ამჟერად,”- წერია აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, ხადიჯა ისმაილის გავრცელებულ განცხადებაში.

  

 

 
 
მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
   
 

მასალების გადაბეჭდვის წესი