“ფაქტს ვადასტურებთ, მოხდა მკვლელობა, გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109 მუხლით”, – აცხადებენ შსს–ში.
სსკ 109–ე მუხლი განზრახ მკვლელობას გულისხმობს დამამძიმებელ გარემოებებში.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ჯერჯერობით არ გასცემენ ინფორმაციას იმის თაობაზე, დაკავებულია თუ არა მკვლელობაში ბრალდებული.
ერთ–ერთი ვერსიით მკვლელობა მამაკაცმა ეჭვიანობის ნიადაგზე ჩაიდინა. ის მოკლული ბავშვის დედას, რომელიც სხვა მამაკაცს გაყვა ცოლად, შურისძიებით ემუქრებოდა.

