ნეტგაზეთს შსს-ში დაუდასტურეს, რომ მარნეულში ქალის დაჭრის ბრალდებით დედა დააკავეს.
ინციდენტის შესახებ ინფორმაცია მარნეულის სათემო რადიომ გაავრცელა.
რადიო “მარნეულის” ინფორმაციით, ქალს დაზიანება მას შემდეგ მიაყენეს, რაც გაიგეს, რომ მესამე პირი მისი პირადი ცხოვრების ამსახველ ფოტოების ინტერნეტში გავრცელებით ემუქრებოდა.
რადიო მარნეულის ინფორმაციით, უცხო პირი ქალს აშანტაჟებდა და პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოების გამოქვეყნებით ემუქრებობა, თუ ფულს არ გადაიხდიდა. მათივე წყაროს ცნობით, ქალმა თანხის გადახდა მხოლოდ ერთხელ შეძლო; ფოტოების შესახებ მისმა ოჯახის წევრებმა გაიგეს და ამის შემდეგ დაჭრეს იგი.
რადიო იუწყება, რომ მარნეულის პოლიციის განყოფილებაში დაჭრილი ქალის დედა და ძმა იმყოფებოდნენ, რომლებიც დანაშაულს ერთად აღიარებდნენ. “დედა ამტკიცებს, რომ მან დაჭრა, ხოლო ძმა საკუთარ თავზე იბრალებს”, – დაწერა რადიო “მარნეულმა”.
შსს-ის ცნობით, გამოძიება 11-პრიმა—117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობის ნიადაგზე ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას გულისხმობს.