ახალი ამბები

კანონპროექტით, რუსეთს გატაცებული სამგაზვრო თვითმფრინავის ჩამოგდება შეეძლება

12 იანვარი, 2019 • 1271
კანონპროექტით, რუსეთს გატაცებული სამგაზვრო თვითმფრინავის ჩამოგდება შეეძლება

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ წარადგინა კანონპროექტი, რომელიც ნებას რთავს რუსეთის სამხედრო ძალებს, ჩამოაგდონ მათს საჰაერო სივრცეში ავტორიზაციის გარეშე შემოსული გატაცებული სამოქალაქო-სამგზავნო თვითმფრინავი იმ შემთხვევაში, თუკი ეს უკანასკნელი გამაფრთხილებელ სიგნალებს უპასუხოდ დატოვებს და მასობრივი სიკვდილის, ეკოლოგიური კატასტროფის ან სტრატეგიულ ობიექტზე თავდასხმის საფრთხეს ქმნის.

კანონპროქტის თანახმადვე, სამგზავრო თვითმფრინავები არ შეიძლება ჩამოაგდონ, თუკი არ იარსებებს “ადამიანების სიკვდილის ან ეკოლოგიური კატასტროფის რეალური საფრთხე”.

კანონპროექტში, რადიო თავისუფლების თანახმად, არაა დაზუსტებული, როგორ გამოავლენენ აღნიშნულ საფრთხეს.

მათი ცნობითვე, 1994 წელს რუსეთის მთავრობამ მიიღო რეზოლუცია, რომელიც სამხედრო ძალებს უკრძალავს სამგზავრო თვითმფრინავების ჩამოგდებას, თუკი ცნობილია, რომ მასზე მგზავრები იმყოფებიან.

ამჟამად, როგორც გამოცემა Moscow Times-ი წერს, რუსეთის კანონმდებლობა მოიცავს წინააღმდეგობრივ მითითებებს ამ შემთხვევასთან დაკავშირებით — კანონმდებლობა, ერთი მხრივ, ნებას რთავს სამხედრო ძალებს, ჩამოაგდონ “ტერორისტების მიერ გატაცებული სამოქალაქო თვითმფრინავი”, მეორე მხრივ კი კრძალავს იმ თვითმფრინავების ჩამოგდებას, რომლებმაც რუსეთის საზღვარი გადმოკვეთეს, თუკი მასში მგზავრები იმყოფებიან.

ახალი კანონი, მიღების შემთხვევაში, ამ პრობლემას წყვეტს.

“სამწუხაროდ, თვითმფრინავზე მყოფი მგზავრები დაიღუპებიან, მაგრამ ეს მოახდენს უფრო უარესი კატასტროფის პრევენციას”, – განაცხადა ფრან კლინცევიჩმა, ფედერალური საბჭოს (რუსეთის დუმის ზემო პალატის) დეპუტატმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი