სომხეთის პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი არგენტინულ გამოცემა La Nacion -თან ინტერვიუში ამბობს, რომ სომხეთის მოსახლეობა შეწუხებულია იმ ფაქტით, რომ ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორი აზერბაიჯანზე იარაღს ყიდის.
“ეს ჩვენთვის ძალიან მტკივნეული თემაა და ჩვენი ხალხი ძალიან შეწუხებულია იმ ფაქტით, რომ ჩვენი სტრატეგიული მოკავშირე აზერბაიჯანზე იარღს ყიდის. მაგრამ დარწმუნებული ვარ, სომხეთს ეყოფა ძალა და შეძლება, რომ საკუთარი საზღვრები დაიცვას. იმის მიუხედავად, რომ რუსეთი ბაქოსთვის იარაღს ყიდის, ეჭვი არ მეპარება, რომ ჩვენთვის მძიმე წუთებში რუსეთი აღებულ ვალდებულებას შეასრულებს. ის, რომ ჩვენ ვაღრმავებთ ურთიერთობებს რუსეთთან, არ არის ახალი ფაქტი. 20 წელზე მეტი ხნის წინ ჩვენ კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციაში შევედით და ამ დროის განმავლობაში რუსეთთან თანამშრომლობის ათეულობით შეთანხმება გავაფორმეთ,”- აცხადებს სომხეთის პრეზიდენტი.

![]() |
|
|