ახალი ამბები

დღეს ვერ ვხედავ, რა მიზეზით უნდა გამოვიწვიო საბჭოდან ანა დოლიძე – ზურაბიშვილი

11 იანვარი, 2019 • 1603
დღეს ვერ ვხედავ, რა მიზეზით უნდა გამოვიწვიო საბჭოდან ანა დოლიძე – ზურაბიშვილი

“მე დღეს ვერ ვხედავ [მიზეზს] და არ ვიცი, ხვალ იქნება ასეთი სიტუაცია თუ არა, მაგრამ დღეს ვერ ვხედავ, რა მიზეზით უნდა გამოვიწვიო ჩემი წინამორბედის მიერ დანიშნული ადამიანი. ამას უნდა ჰქონდეს ძალიან სერიოზული მოტივები და დღეს ამას ვერ ვხედავ”, – ასე უპასუხა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კითხვას, იუსტიციის უმაღლესო საბჭოს წევრების მიმართვის შემთხვევაში აპირებს თუ არა საბჭოდან გამოიწვიოს ანა დოლიძე, რომელიც გიორგი მარგველაშვილის წარდგენილია.

“რაც არ მომხდარა [მომართვა], იმაზე რატომ გავცე პასუხი, არ ვიცი. “თუ”-ზე მსჯელობა  არ არის ნორმალური პრაქტიკა”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

“ახალი მოსული ვარ, 3 კვირაც არ გასულა ჯერ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მუშაობას ვაკვირდები”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი