ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზეთში რკინიგზის აღდგენის საკითხს სომხეთის მიერ აღიარების შემდეგ განიხილავენ

10 ივლისი, 2014 • • 1437
აფხაზეთში რკინიგზის აღდგენის საკითხს სომხეთის მიერ აღიარების შემდეგ განიხილავენ

აფხაზეთის პარლამენტის წევრები მიიჩნევენ, რომ აფხაზეთის საზოგადოების წარმომადგენელთა ჯგუფის წინადადება – წინასაარჩევნო პერიოდში ფართო საზოგადოებრივი განხილვები დაიწყოს აფხაზეთის სარკინიგზო მონაკვეთის აღდგენის შესახებ, პროვოკაციულ ხასიათს ატარებს. 

 
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ აფხაზეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ვაგარშაკ კოსიანი, მეორე მოწვევის დეპუტატი გალუსტ ტრაპიზონიანი და მეოთხე მოწვევის დეპუტატები, ვალერი მაირომიანი და კარაპეტ კარაგოზიანი აფხაზეთის გავლით რკინიგზის აღდგენის შესაძლებლობებზე ფართომასშტაბიანი საზოგადოებრივი განხილვების დაწყების წინადადებით გამოვიდნენ. 
 
 

“სამხრეთ კავკასიის ტერიტორიაზე ევრაზიული ინტეგრაციული პროცესები მზარდი დინამიკით ვითარდება. მივიჩნევთ, რომ ამჟამად აფხაზეთმა შესაძლოა ხელი შეუწყოს კავკასიაში ეკონომიკური ინტეგრაციის პროცესებს და თავად გახდეს ამ პროცესების მონაწილე. ამისთვის ჩვენ მოვუწოდებთ დავუბრუნდეთ აფხაზურ-ქართული სარკინიგზო მონაკვეთის გახსნის საკითხის განხილვას,”- წერია დეპუტატების მიერ ხელმოწერილ მიმართვაში. 

 

აფხაზეთის დეპუტატები მოუწოდებენ განხილვებისკენ აფხაზეთის საპრეზიდენტო კანდიდატებსაც, რათა “ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ აფხაზეთი-საქართველოს სარკინიგზო მონაკვეთის უახლოესი პერიოდში გახსნის საკითხზე მოლაპარაკებების ინიცირება მოახდინოს. 

 

საქართველოს რკინიგზის აფხაზური მონაკვეთის შესაძლო აღდგენის თემა ბოლო დროს სომხეთშიც აქტუალური გახდა. 

 

მიმართვის ავტორთა განმარტებით, პროექტი აფხაზეთისთვის ეკონომიკურად მომგებიანი იქნება –  “10 მილიონი ტონის რკინიგზის დატვირთვის დროს, აფხაზეთი, როგორც ტრანზიტული ქვეყანა ყოველწლიურად 6 მილიარს რუბლს გამოიმუშავებს.” 

 

დეპუტატი ბესლან გუბაზი, გამცემა აპსნიპრესთან საუბარში ამბობს, რომ ამჟამად ამ საკითხის განხილვა უადგილოა და წინააღმდეგია არა მხოლოდ ტერმინოლოგიის, რომელიც კოლეგების მიერ იხმარება მიმართვაში, არამედ იმასთან დაკავშირებითაც, როგორ ხედავენ პროექტის რეალიზაციას მიმართვის ხელმომწერები. 

 

დეპუტატი მიიჩნევს, რომ მსგავსი საკითხების განხილვა შესაძლებელია მხოლოდ სომხეთის მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ.

 

“სომხურ საზოგადოებას შეეძლო მიემართა სომხეთის ხელისუფლებისთვის აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების თხოვნით,”- ამბობს დეპუტატი.

 

პარლამენტის წევრი დაურ არშბას თქმით, რკინიგზის აფხაზური მონაკვეთის აღდგენის საკითხი ვლადისლავ არძიმბამაც არაერთხელ წამოწია. 


მან გაიხსენა ასევე, რომ 2006 წელს აფხაზეთის ოპოზიცია იმ კონსორციუმის წინააღმდეგ გამოვიდა, რომლის შექმნის პროტოკოლს 2006 წლის იანვარში, რუსეთმა, სომხეთმა და საქართველომ მოაწერს ხელი. მაშინ, დეპუტატის თქმით, აფხაზეთის სახალხო ერთობის ფორუმმა განაცხად,ა რომ დაუშვებელია აფხაზეთის გზა სხვა რკინიგზის მოკაკვეთად იყოს აღიარებული. 

 

დეპუტატმა კან კვარჩიამ წერილის ავტორები აღნიშნული საკითხის ლობირებაში დაადანაშაულა.

 

დეპუტატი ვალერი აგრბას თქმით კი, აფხაზეთის პარლამენტში არსებობს ეკონომისტების მიერ დათვლილი ანალიტიკური მასალები, რომელიც ამ გზის აღდგენის არარენტაბელობაზე მიუთითებს.  

 

დეპუტატი ასლან კობახია დარწმუნებულია, რომ მსგავსი წინადადების გაჩენის ფაქტი არის აფხაზეთის საქართველოში შესვლის რეალიზაციის მორიგი მცდელობა.


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
   
   


მასალების გადაბეჭდვის წესი