“ჩვენ არ ვპირდებოდით ამომრჩეველს ისეთ რამეს, რაც კანონმდებლობით თბილისის უფლებამოსილება არ არის, ან რომლის განხორციელებასაც ფინანსურად ვერ შევძლებდით. ჩვენ ყველა რეალური და ობიექტური წინასაარჩევნო პროგრამა დავდეთ. ეს შეეხება 1 მილიონი ხის დარგვასაც, ეს რეალურია აბსოლუტურად, ეს პუნქტი გავლილია მეცნიერებთან შესაბამისი გაანგარიშებებით,”- ამბობს ნარმანია.
მისივე თქმით, 1 მილიონი ხისთვის უშუალოდ თბილისში და მის შემოგარენში 300 ჰექტარი ტერიტორია იქნება გამოყოფილი. თუმცა, ჟურნალისტის კითხვაზე, დღეში რამდენი ხის დარგვას აპირებს გამარჯვების შემთხვევაში, მერობის კანდიდატმა არ უპასუხა.

