ვეძისში ღამით ავტომანქანები გაძარცვეს

ვეძისში ღამით ავტომანქანები გაძარცვეს. რ2 იუწყება, რომ დაზიანებული და გაძარცვულია 15-მდე მანქანა, შსს-ს ცნობით კი- რამდენიმე.

“რამდენიმე ავტომანქანის დაზიანების და ქურდობის ფაქტზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე და 187-ე მუხლებით, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას და ქურდობას გულისხმობს. მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები”, – აცხადებენ შსს-ში.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რედაქტორი 2018 წლის 1 თებერვლიდან. მანამდე ის იყო ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. Email: davit.qoqoshvili@gmail.com