ნეტგაზეთი | ალიევი: აზერბაიჯანი არ დაუშვებს საკუთარ ტერიტორიაზე მეორე სომხური სახელმწიფოს შექმნას ალიევი: აზერბაიჯანი არ დაუშვებს საკუთარ ტერიტორიაზე მეორე სომხური სახელმწიფოს შექმნას – Netgazeti
RU | GE  

ალიევი: აზერბაიჯანი არ დაუშვებს საკუთარ ტერიტორიაზე მეორე სომხური სახელმწიფოს შექმნას

აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის განცხადებით, აზერბაიჯანის საგარეო პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარება რჩება. 

ბაქოში, დიპლომატიური ორგანოების სამსახურის სხდომაზე გაკეთებულ ილჰამ ალიევის განცხადებაზე ინფორმაციას აზერბაიჯანული გამოცემა ბაკუპოსტი წერს. 


ილჰამ ალიევის თქმით, ქვეყნის დიპლომატებისთვის უპირველესი ამოცანა არის “საერთაშორისო საზოგადოების ინფორმირება იმ სიმართლის შესახებ, რომელიც აზერბაჯან-სომხეთის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტს უკავშირდება.” ამასთან, ალიევი აცხადებს, რომ აზერბაიჯანი არ დაუშვებს საკუთარ ტერიტორიაზე მეორე სომხური სახელმწიფოს შექმნას.

 

მისი თქმით, აზერბაიჯანი კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მომხრეა, “თუმცა სომხეთის არაკონსტრუქციული პოზიცია და საერთაშორისო ორგანიზაციების უუნარობა აგრესორზე გავლენა მოახდინოს, აზერბაიჯანს უტოვებს საერთაშორისო უფლებას, კონფლიქტის გადაჭრის საომარი გზა აირჩიოს.”

 

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ეჭვი გამოთქვა ასევე ეუთოს [OSCE] მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეთა გეგმების გულწრფელობაში ყარაბაღის კონფლიქტის დაუყოვნებლივ მოგვარების ერთობლივ მცდელობებთან დაკავშირებით.   

 

ილჰამ ალიევი; ფოტო: trend.az
ილჰამ ალიევი; ფოტო: trend.az

 

მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
   
ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნეტგაზეთი