“მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე დაზიანდა „თბილისის გაერიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მაღალი წნევის 600 მმ-იან წყალსადენი მილი, რის გამოც შეფერხებულია დიდუბის რაიონის მოსახლეობის წყალმომარაგება. აღდგენითი სამუშაოების ჩატარების ზონაში გადის კომპანია „თელასის“ 35 კვტ-იანი მაღალი ძაბვის კაბელები, რომელთა საშუალებით ხორციელდება მაღალი ძაბვის ქვესადგური „დინამოს“ ელექტრომომარაგება.
ავარიული სამუშაოების უსაფრთხოდ და დროულად ჩატარების მიზნით, აუცილებელია ზემოთ აღნიშნული კაბელების გამორთვა. რის გამოც დღეს, 9 ივლისის 13 საათიდან 20 საათამდე ელექტროენერგია შეეზღუდება 8000 აბონენტს, მათ შორის, რკინიგზის დეპარტამენტს, თოდუას სახელობის საავადმყოფოს, ვაგზლის მოედნის მიმდებარე ტერიტორიას, აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ) და წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს”, – ნათქვამია კომპანია ‘თელასის” განცხადებაში.
