“საქართველო ევროკავსირთან ასოცირების ხელშეკრულების რატიფიკაციას გეგმავს 18 ივლისს. ამისთვის სპეციალურად მოვიწვევთ საგანგებო სესიას, რადგან ახლა პარლამენტი არ მუშაობს. სარატიფიკაციო ტექსტი მაქსიმუმ ხვალ პარლამენტში იქნება გამოგზავნილი მთავრობის მხრიდან. მომავალი კვირის განმავლობაში, 15–17 ივლისს დაიგეგმება საკომიტეტო მოსმენები, ხოლო 18 ივლისს იგეგმება რატიფიკაცია,”– განაცხადა უსუფაშვილმა.

 

კითხვას, დაესწრება თუ არა პრეზიდენტი ამ დღეს პარლამენტის სხდომას, უსუფაშვილი პასუხობს:

 

“საქართველოს პრეზიდენტს ამ დღეებში მივმართავ თხოვნით, რომ მან მოიწვიოს საგანგებო სესია. ყველა დანარჩენ დეტალზე გზადაგზა გაცნობებთ, როცა ცნობილი იქნება კონკრეტული საკითხები. მათ შორის, გამორიცხული არ არის მაღალი რანგის სტუმრების ჩამოსვლა საქართველოში რატიფიკაციის დღეს.”

 

ბოგდან ბორუსევიჩის თქმით, პოლონეთი ერთ–ერთი პირველი ქვეყანა იქნება, რომელიც ასოცირების ხელშეკრულების რატიფიკაციას მოახდენს:

 

“პოლონეთის შემთხვევაში რატიფიკაციის არანაირი პრობლემა არსებობს. მას შემდეგ, რაც საგარეო საქმეთა სამინსიტროსგან მივიღებთ სარატიფიკაციო ტექსტს, ჩვენ მოკლე ვადაში მოვახდენთ რატიფიკაციას. ვფიქრობ, პოლონეთი ერთ–ერთი პირველი ქვეყანა იქნება, ვინც რატიფიკაციას მოახდენს, ნამდვილად არ ვიქნებით ამ მხრივ ბოლო.”

 

 “ნეტგაზეთმა” გთავაზობთ ინტერვიუების სერია საქართველოს პარლამენტის წევრებთან ევროპისა და ევროკავშირის შესახებ. ამ ეაპზე  სერიის ფარგლებში გამოკითხული დეპუტატებიდან რატიფიკაციას მხარს ყველა უჭერს.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *