ახალი ამბები

მსახიობი ლიანა ასათიანი გარდაიცვალა

8 ივლისი, 2014 • • 6554
მსახიობი ლიანა ასათიანი გარდაიცვალა

“საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა ცნობილი ქართველი მსახიობი ლიანა ასათიანი. 

მე-20 საუკუნის ულამაზესმა მსახიობმა მნიშვნელოვანი კვალი დატოვა ქართულ კინემატოგრაფიაში. ლიანა ასათიანს ნათამაშები აქვს ისეთ ცნობილ ფილმებში, როგორიცაა: “გიორგი სააკაძე“, “ჭრიჭინა”, “ჭირვეული მეზობლები”, “მაცი ხვიტია”, “სინათლე ჩვენს ფანჯრებში”, “დიდოსტატის მარჯვენა”, “ერთი ცის ქვეშ” და სხვა. გარეგნობითა და სამსახიობო არტისტული შესრულებით ლიანა ასათიანი მსოფლიო ვარსკვლავი გახლდათ.

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია თანაგრძნობას უცხადებს ლიანა ასათიანის ოჯახსა და ახლობლებს”, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

 

 
ლიანა ასათიანი
ლიანა ასათიანი
 
ლიანა ასათიანი
ლიანა ასათიანი
 
ლიანა ასათიანი
ლიანა ასათიანი
 
ლიანა ასათიანი
ლიანა ასათიანი
 
ლიანა ასათიანი
ლიანა ასათიანი

მასალების გადაბეჭდვის წესი