ნეტგაზეთი | აფხაზეთში სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის საკითხი წამოწიეს აფხაზეთში სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის საკითხი წამოწიეს – Netgazeti
RU | GE  

აფხაზეთში სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის საკითხი წამოწიეს

აფხაზეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ვაგარშაკ კოსიანი, მეორე მოწვევის დეპუტატი გალუსტ ტრაპიზონიანი და მეოთხე მოწვევის დეპუტატები, ვალერი მაირომიანი და კარაპეტ კარაგოზიანი აფხაზეთის გავლით რკინიგზის აღდგენის შესაძლებლობებზე ფართომასშტაბიანი საზოგადოებრივი განხილვების დაწყების წინადადებით გამოდიან,” – წერს ეხოკავკაზა.

“სამხრეთ კავკასიის ტერიტორიაზე ევრაზიული ინტეგრაციული პროცესები მზარდი დინამიკით ვითარდება. მივიჩნევთ, რომ ამჟამად აფხაზეთმა შესაძლოა ხელი შეუწყოს კავკასიაში ეკონომიკური ინტეგრაციის პროცესებს და თავად გახდეს ამ პროცესების მონაწილე. ამისთვის ჩვენ მოვუწოდებთ დავუბრუნდეთ აფხაზურ-ქართული სარკინიგზო მონაკვეთის გახსნის საკითხის განხილვას,”- წერია დეპუტატების მიერ ხელმოწერილ მიმართვაში. 

 

აფხაზეთის დეპუტატები მოუწოდებენ განხილვებისკენ აფხაზეთის საპრეზიდენტო კანდიდატებსაც, რათა “ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ აფხაზეთი-საქართველოს სარკინიგზო მონაკვეთის უახლოესი პერიოდში გახსნის საკითხზე მოლაპარაკებების ინიცირება მოახდინოს. 

 

საქართველოს რკინიგზის აფხაზური მონაკვეთის შესაძლო აღდგენის თემა ბოლო დროს სომხეთშიც აქტუალური გახდა. 



მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
   


ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნეტგაზეთი , ------------------------------------------------------------ , -------------------------------------------------------------- , მასალაში გამოყენებულია თვითაღიარებულ რესპუბლიკაში დამკვიდრებული ტერმინოლოგია