სამოქალაქო პანაშვიდები კრწანისის რეზიდენციაში  9–10 ივლისს გაიმართება, 11–12 ივლისს სამების საკათედრო ტაძარში – 18.00 საათიდან.

 

13 ივლისს, 14.00 საათზე სამების საკათედრო ტაძარში დაიწყება სამგლოვიარო ცერემონია, 15.00 საათზე  ყოფილ პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძეს სამებიდან გამოასვენებენ. კრწანისის რეზიდენციაში გახსნილია სამძიმრის წიგნი. 

 

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე 7 ივლისს, 12 საათზე გარდაიცვალა. 

 

ედუარდ შევარდნაძე 1928 წლის 25 იანვარს დაიბადა. იგი საქართველოს პრეზიდენტის პოსტს, ორი ვადით, 1995 წლიდან 2002 წლამდე იკავებდა.

 

დემონსტრაციების შედეგად, 2003 წლის 22 ნოემბერს საქართველოს პარლამენტისა და სახელმწიფო კანცელარიის შენობებში მოწინააღმდეგეთა შეჭრა მოხდა. შევარდნაძემ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, მაგრამ უარი განაცხადა არმიის გამოყენებაზე და 23 ნოემბერს თანამდებობიდან გადადგა.

ედუარდ შევარდნაძე
ედუარდ შევარდნაძე

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *