ახალი ამბები

ბერუჩაშვილი: ვიზალიბერალიზაცია გარანტირებული საქართველოს კი არა, არავის არ აქვს ზოგადად

8 ივლისი, 2014 • • 959
ბერუჩაშვილი: ვიზალიბერალიზაცია გარანტირებული საქართველოს კი არა, არავის არ აქვს ზოგადად

ბერუჩაშვილის განცხადებით, ეს დაკავებები ევროინტეგრაციის პროცესს ხელს არ შეუშლის, რადგან შესაბამისი საგამოძიებო უწყებები კანონის სრული დაცვით მოქმედებენ, ხოლო რაც შეეხება ვიზალიბერლაიზაციის თემას, რომელზეც მას კითხვა ნეტგაზეთმა დაუსვა, ბერუჩაშვილი ამბობს:

 

“ნამდვილად არ ვისურვებდი, რომ განცხადებებში ამოგლეჯილ წინადადებებს გამოვეკიდოთ. ვიზალიბერალიზაცია გარანტირებული საქართველოს კი არა, არავის არ აქვს გლობალურად, ვინც [ევროკავშირთან] ვიზალიბერალიზაციის პროცესშია ჩართული, ნებისმიერ ქვეყანას. სავიზო ლიბერლიზაციის დიალოგის ფარგლებში ჩვენ მივიღებთ პროგრესს იმ ვალდბეულების შესრულების შედეგად, რომელსაც წარმატებით ვახორციელებთ. ეს არის ჩვენი ამოცანა. ამ თემაზე ვმუშაობთ, რჩევები ძალიან მნიშვნელოვანია და ასევე მნიშვნელოვანია ის ნაბიჯები, რასაც საქართველო დგამს…

 

… ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ყველა იმ განცხდაებას, მოსაზრებას თუ რჩევას, რომელსაც ჩვენი ევროპელი პარტნიორები გვაძლევენ. ეს ძალიან მნიშვენლოვანია განსაკუთრებით იმ ქვეყნისათვის, რომელიც ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირების და ეკონომიკური ინტეგრაციის პროცესშია ჩართული. შესაბამისად, ჩვენ ძალიან სერიოზულად ვკითხულობთ, ამ რჩევებს ვითვალისიწნებთ და დარწმნებული ვარ, რომ ეს დიალოგი სამომავლოდ კიდევ უფრო საინტერესო იქნება”, – განაცხადა მან.

 

ფილიპ დიმიტროვის განცხადებით, რომელიც მან სააგენტო “პირველისთვის” მიცემულ ინტერვიუში გააკეთა, თუ ხელისუფლება ევროკავშირის მოსაზრებებს მეტ ყურადღებას დაუთმობს, მან შესაძლოა თავიდან აიცილოს ის, რაც სხვა შემთხვევაში არასასიამოვნო სიურპრიზი შეიძლება აღმოჩნდეს. 

 

“მინისტრთა კაბინეტის ერთ-ერთი წევრი “ფეისბუქზე” სვამდა კითხვას, ხომ არ შეუჩერებენ საფრანგეთს ევროკავშირის წევრობას პრეზიდენტ სარკოზის საქმის გამო. მე ვაფასებ მის შეშფოთებას. მინდა მტკიცედ დავარწმუნო, რომ საფრანგეთს ევროკაშირის წევრობას არ შეუჩერებენ. მაგრამ ასეთივე სიმტკიცით ვერ დავარწმუნებ, რომ ახლა, როდესაც ასოცირების შესახებ შეთანხმება ხელმოწერილია, ყველაფერი დანარჩენი, მათ შორის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია, გარანტირებულად უნდა ჩაითვალოს“, – განუცხადა დიმიტროვმა „პირველს“ ოპოზიციის ლიდერების დაკავების ფაქტებზე კომენტირებისას.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი