ახალი ამბები

იტალიის ელჩი უგულავას საქმეზე: ვერ ვხვდები, რატომ გადაწყვიტა მთავრობამ ეს მორატორიუმისას

8 ივლისი, 2014 • • 1554
იტალიის ელჩი უგულავას საქმეზე: ვერ ვხვდები, რატომ გადაწყვიტა მთავრობამ ეს მორატორიუმისას

როგორც იტალიელმა დიპლომატმა ჟურნალისტებს დღეს გიგი უგულავას საქმის კომენტირებისას განუცხადა, იტალიაში, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე პოლიტიკურ ფიგურებს ეხებათ, წინასწარი დაკავების თემას ძალიან დიდი სიფრთხილით ეკიდებიან:

 

“რაც შეეხება კონკრეტულ საკითხებს, ეს მოსამართლის თემაა და მე ვენდობი მართლმასჯულებას. რასაც მე ვერ ვიგებ, არის ის, რომ ხელისუფლებამ ეს მორატორიუმის დროს გადაწყვიტა. ჩვენ ჯერაც ვიმყოფებით წინასაარჩევნო პერიოდში, რადგან მეორე ტურია დარჩენილი. ასე რომ, ეს განსხვავდება იმისაგან, რაც ხელისუფლებამ მანამდე განაცხადა, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ეს მოსამართლის გადაწყვეტილების თემაა. მე ყოველთვის ვენოდბი მართლმასაჯულებას და მსურს, რომ მოსამართლეებმა თავისი საქმე პოლიტიკური ვითარების გარეშე შეასრულონ”, – განაცხადა ელჩმა.


ფედერიკა ფავი
ფედერიკა ფავი


შეგახსენებთ, რომ გიგი უგულავას აღკვეთის ღონისძიების სახით თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი