ახალი ამბები

ლუკაშენკომ პუტინს საახალწლოდ 4 ტომარა კარტოფილი და სალა აჩუქა

30 დეკემბერი, 2018 • 3063
ლუკაშენკომ პუტინს საახალწლოდ 4 ტომარა კარტოფილი და სალა აჩუქა

ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს, საახალწლოდ, ოთხი ტომარა კარტოფილი და სალა აჩუქა. ამის შესახებ ლუკაშენკოს პრესსპიკერმა, ნატალია ეისმონტმა, ტელეარხ “ბელარუს1″–ის ეთერში ისაუბრა.

ეისმონტის განცხადებით, მანამდე, ალექსანდრე ლუკაშენკომ რუს კოლეგას ჰკითხა, რას ისურვებდა საჩუქრად ბელარუსის პრეზიდენტისაგან, რაზეც, მისი თქმით, პუტინმა ნახევრად ხუმრობით მიუგო:

“რა უნდა ვითხოვო ბელარუსისგან? კარტოფილი და სალა”.

ბელარუსის პრეზიდენტის პრესსპიკერის თქმით, ნაჩუქარი კარტოფილი სხვადასხვა სახისაა და მისი მომზადება ასევე სხვადასხვაგვარად შეიძლება.

ლუკაშენკოსგან საჩუქრები დსთ–ს სხვა ქვეყნების ლიდერებასც ერგოთ: ბელარუსის პრეზიდენტმა მათ ნაძვის ხის ხელნაკეთი სათამაშოები გადასცა.

მასალების გადაბეჭდვის წესი