შეხვედრის დასაწყისში მინისტრმა კომპანიების მმართველებს მიმდინარე წლის იანვარი-მაისის ეკონომიკური აქტივობის შესახებ მონაცემები გააცნო, რომლის თანახმადაც, ეკონომიკური აქტივობა 13%-ით არის გაზრდილი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და ყველაზე მაღალი მაჩვენებელი – 28.2% სამშენებლო სექტორს უკავია.

 

შეხვედრაზე, რომელიც ჟურნალისტებისთვის დახურულია, უნდა განიხილონ ქვეყნის მაკროეკონომიკური მაჩვენებლები, საგადასახადო შემოსავლების კუთხით არსებული დინამიკა და საგარეო ვალის შემცირების მონაცემები.

 

შეხვედრას, ასევე, ესწრება შემოსავლების სამსახურის უფროსი ირაკლი გვარამაძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მიხეილ ჯანელიძე, ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე თეიმურაზ მურღულია, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილი და ასევე, საგადასახადო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი მამუკა ბარათაშვილი.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *