მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, ედუარდ შევარდნაძის დაკრძალვას საერთაშორისო დელეგაციები და უცხოეთიდან ჩამოსული სტუმრები დაესწრებიან.
სამთავრობო კომისიის წევრები არიან: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი – მაია ფანჯიკიძე, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი – ალექსანდრე ჭიკაიძე, საქართველოს თავდაცვის მინისტრი – ირაკლი ალასანია, საქართველოს ფინანსთა მინისტრი – ნოდარ ხადური, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი – გურამ ოდიშარია, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი – მაია ცქიტიშვილი და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე – ნინო კობახიძე.
ედუარდ შევარნდაძე 7 ივლისს, 12:00 საათზე ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად, 86 წლის ასაკში გარდაიცვალა.
