ახალი ამბები

ანონსი: 8 ივლისი

7 ივლისი, 2014 • • 1514
ანონსი: 8 ივლისი
8 ივლისს, 09:00 საათზე ბათუმის პორტში საფრანგეთის ეროვნული სამხედრო ფლოტის ფრეგატა “სურკუფის” დახვედრის ცერემონია გაიმართება, რომელსაც 
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე და საფრანგეთის რესპუბლიკის თავდაცვის ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკი ანდრე ევრარი დაესწრებიან. 

8 ივლისს, 09:00 საათზე, სასტუმროში ,,შერატონ მეტეხი პალასი”, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი FAO-ს (სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია) ორგანიზებით გამართულ რიგით მე-2 რეგიონულ სემინარს “პოსტსაბჭოთა სივრცეში პესტიციდებისა და ქიმიკატების გამოყენების წესის დახვეწა” დაესწრება.
საკონტაქტო პირი – ვერიკო გულუა 577 08 07 70; ია მირიჯანაშვილი 599 50 44 18 (FAO)

10:00 საათზე, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატსა და დევნილთა არასამთავრობო ორგანიზაციათა ქსელ “სინერგიას” შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება.
მის: ნინო რამიშვილის ქ. #6

 

10:30 საათზე, სასტუმროში Holliday Inn, შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში დაფინანსებული 74 ახალი საწარმოს პრეზენტაცია გაიმართება. პრეზენტაციას გამართავენ სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე დავით ნატროშვილი, პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორი გიორგი ჩხეიძე და შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის მენეჯერი ირაკლი მოისწრაფიშვილი.
საკონტაქტო პირი: ნანა ჩინჩილაკაშვილი 599 50 26 19

 
 
8 ივლისს, 11:00 საათზე, რეგიონული განვითარებისა და ინფრსტრუქტურის მინისტრი ელგუჯა ხოკრიშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე, დავით შავლიაშვილი სამტრედია-გრიგოლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობას გახსნიან. 
საკონტაქტო პირი თეა გოცაძე – 591 01 98 90 

11:00 საათზე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროში, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური სამშენებლო კომპანიების ხელმძღვანელებს შეხვდება. შეხვედრას ასევე დაესწრებიან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, ასევე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროების წარმომადგენლები. 
მის: გორგასლის #16, მე-6 სართული.

8 ივლისს, 11:00 საათზე, ,,რეპორტიორის”” პრესკლუბში, რეჟისორი ლევან ანჯაფარიძე კინოს სახელმწიფო კომისიასა და კინემატოგრაფიაში არსებულ პრობლემებზე ბრიფინგს გამართავს. 

8 ივლისს, 11:30 საათზე, “რეპორტიორის” პრესკლუბში, “ახალი მემარჯვენეების” ერთ-ერთი ლიდერი მანანა ნაჭყებია საარჩევნო პერიოდზე, ქვეყანაში სამართლებრივ მხარესა და სხვა პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით ბრიფინგს გამართავს. 

8 ივლისს, 11:30 საათზე, “პრაიმტაიმის” პრესკლუბში გიორგი გაბედავა მამა გაბრიელ ჩადუნელთან ერთად პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: ინტერნეტ სივრცეში გავრცელებული სასულიერო პირების ღირსების შემლახავი ვიდეო-მასალები.

 
 
12:00 საათზე,  „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ (EMC) გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის (UNCRPD) იმპლემენტაციის სარეკომენდაციო კონცეფციის პრეზენტაციას გამართავს.

8 ივლისს, 12:00 საათზე, “რეპორტიორის” პრესკლუბში, “ქართული დასის” ლიდერი ლიდერი ჯონდი ბაღათურია წინასაარჩევნო პერიოდზე, ქვეყანაში სამართლებრივ მხარესა და სხვა პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით ბრიფინგს გამართავს. 

 
8 ივლისს, 12:00 საათზე, “პრაიმტაიმის” პრესკლუბში მიხეილ-გელა სალუაშვილი პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: არჩევნების მეორე ტური. 
 
8 ივლისს, 12:00 საათზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და საქართველოს საპატრიარქოს ტელევიზია “ერთსულოვნებას” შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება. 
მის: სანდრო ეულის ქ. #3

8 ივლისს, 12:30 საათზე, ,,რეპორტიორის”” პრესკლუბში, “უფლებადამცველთა ასოციაციის” ადვოკატი ლაშა შუკაკიძე პროკურატურის მიერ გაყალბებულ მტკიცებულებებზე სპეციალურ განცხადებას გააკეთებს.

 
8 ივლისს, 12:30 საათზე, “პრაიმტაიმის” პრესკლუბში სამეცნიერო მიღწევებთან დაკავშირებით ზაურ ჩუბინიძე პრესკონფერენციას გამართავს.

8 ივლისს, 13:00 საათზე, “რეპორტიორის” პრესკლუბში, დევნილთა ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელი ვაკო ფაჟავა სასულიერო პირებზე გავრცელებულ ვიდეო მასალაზე განცხადებას გააკეთებს. 

 
8 ივლისს, 13:00 საათზე, საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო ,,რია-ნოვოსტის” თბილისის ოფისში კოალიცია ,,ევრაზიულ არჩევანში” შემავალი ორგანიზაციები, ასევე სხვა არასამთავრობო ორგანიზაციები და საზოგადო მოღვაწეები შეადგენენ პეტიციას ამერიკის ელჩის სახელზე.
თემა: “შეწყვიტოს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ორმაგი სტანდარტებით მოქმედება და დაუყოვნებლივ დაგმოს და მოუწოდოს შეჩერებისაკენ უკრაინის ხელისუფლებას მისივე მშვიდობიანი მოქალაქეების დაბობმვა”.
მის: რუსთაველის 2, გრიბოედოვის თეატრის შენობა, შესასვლელი სულხან-საბას ქუჩის მხრიდან, მე-8 სართული, 
ტელ: 2 145110; 591 111595

8 ივლისს, 13:00 საათზე, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მედიაციის ცენტრს გახსნის.
მის: ნაძალადევის რაიონი, ც. დადიანის ქ. #34
 
13:00 საათზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე გერმანიის იულიხის სამეცნიერო-კვლევით ცენტრთან თანამშრომლობის ხელშეკრულებას მოაწერს ხელს, რომლის ფარგლებში სამი ქართული სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუდენტები კვალიფიკაციის დამადასტურებელ საერთაშორისო დოკუმენტს მიიღებენ.
მის: უზნაძის ქ. #52, განათლების სამინისტრო
 
 
8 ივლისს, 13:00 საათზე, “პირველ პრესკლუბში” “საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” ლიდერები პრესკონფერენციას გამართავენ. 
თემა: “პატრიოტთა ალიანსის” პოზიცია არჩევნების II ტურთან დაკავშირებით.
მის: წერეთლის 116, ბიზნესცენტრი “დიდუბეპლაზა”, მე-2 სართ.
საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22
 
8 ივლისს, 13:30 საათზე, “პირველ პრესკლუბში” “ლეიბორისტული პარტიის” მერობის კანდიდატი ასმათ ტყაბლაძე პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: არჩევნების II ტური და თარიღი.
მის: წერეთლის 116, ბიზნესცენტრი “დიდუბეპლაზა” მე-2 სართ. 
საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22

8 ივლისს, 14:00 საათზე, “რეპორტიორის” პრესკლუბში, საკონსტიტუციო კონგრესის თავმჯდომარე თენგიზ დიხამინჯია და სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წევრი პაატა კოღუაშვილი მიწის რეგულაციის საკითხებთან დაკავშირებით და იუსტიციის მინისტრთან შეხვედრის თაობაზე ბრიფინგს გამართავენ.

 
8 ივლისს, 14:00 საათზე, “პირველ პრესკლუბში” “ქართული ოცნების” სამგორის რაიონის არჩეული მაჟორიტარობის კანდიდატი გულიკო ზუმბაძე პრესკონფერენციას გამართავს. 
თემა: თვითმმართველობის არჩევნების II ტური. 
მის: წერეთლის 116, ბიზნესცენტრი “დიდუბეპლაზა” 
საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22
 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი