ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

შეთანხმება სავაჭრო ურთიერთობების სფეროში აფხაზეთსა და ვიეტნამს შორის

7 ივლისი, 2014 • • 1311
შეთანხმება სავაჭრო ურთიერთობების სფეროში აფხაზეთსა და ვიეტნამს შორის

გამოცემის განმარტებით, დოკუმენტს ხელი მოაწერეს იმ მიზეზით, რომ ორივე მხარემ გამოხატა სურვილი, აფხაზეთსა და ვიეტნამს შორის დალაგდეს და განავითარდეს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთოებები, ერთმანეთთან ითანამშრომლონ და ერთობლივი ბიზნესი აწარმოონ. 

 

“დღეს, როდესაც აფხაზეთის ბაზარზე ადგილობრივი მწარმოებლების პროდუქციის პარალელურად, წარმოდგენილია საზღვარგარეთის პროდუქციის ფართო ასორტიმენტი, რომელზე მოთხოვნა დიდია, გაჩნდა შესაძლებლობა, ასორტიმენტი შევავსოთ ვიეტნამური პროდუქციით. აფხაზეთის რესპუბლიკისთვის ეს არის სავაჭრო ურთიერთობების გაფართოების და რესპუბლიკაში ინივესტიციების მოზიდვის შესაძლებლობა,”- განუცხადა გამოცემას აფხაზეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა, გენადი გაგულიამ. 

 

მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
   

 

მასალების გადაბეჭდვის წესი