გაფიცვას პირველივე დღეს თბილისის მერი კახა კალაძე სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა. მან თქვა, რომ მემანქანეების ხელფასები 1 400- 800 ლარს აღწევს, ზოგ შემთხვევაში კი 2 000 ლარს აჭარბებს. მერმა ასევე აღნიშნა, რომ “ერთობა 2013”-ს ხელაფსების მომატება მგზავრობის ტარიფების ზრდის ხარჯზე სურდათ. მემანქანეებმა კალაძე სიცრუეში დაადანაშაულეს და განაცხადეს, რომ ანაზღაურების ზრდა მგზავრობის გაძვირების ხარჯზე არ მოუთხოვიათ. მათ “ნეტგაზეთს” საბანკო ამონაწერების აჩვენეს, სადაც ჩანს რომ მათი ყოველთვიური ხელფასი კალაძის ვერსიისგან განსხვავდება და 1 100 – 1 200 ლარის ფარგლებში მერყეობს.
2019 წლის 1 იანვრიდან თბილისის მეტროპოლიტენის თანამშრომლებს ხელფასი გაეზრდებათ. ამის შესახებ ინფორმაციას ორგანიზაცია “სოლიდარობის ქსელი” ავრცელებს.
1 იანვრიდან მეტროს მემანქანეების ხელფასი 30%-ით მოიმატებს, სხვა თანამშრომლების თვიური ანაზღაურება კი 15%-ით გაიზრდება.
“მიუხედავად დიდი ზეწოლისა, ხანგრძლივი, გამჭვირვალე, სამართლიანი და ღირსეული ბრძოლის შემდეგად, ჩვენმა მეგობარმა და დამოუკიდბელმა პროფკავშირმა, “ერთობა 2013”, მოახერხა საქართველოს უახლეს ისტორიაში ხელფასების ყველაზე დიდი ზრდა მიიეღო”, – აღნიშნავს ორგანიზაცია.
“ნეტგაზეთი” აღნიშნულთან დაკავშირებით დასტურს თბილისის მერიიდან ელის.
მეტროს თანამშრომელთა პროტესტი უკეთესი ანაზღაურებისთვის
ხელფასების ზრდასთან დაკავშირებით თბილისის მერიასთან მიღწეულ შეთანხმებას თბილისის მეტროპოლიტენის თანამშრომელთა გაფიცვა და პროტესტი უძღოდა.
მეტროპოლიტინების თანამშრომლებმა, რომლებიც მეტროში მოქმედ ალტერნატიულ პროფკავშირ “ერთობა2013”-ში ერთიანდებიან, გაფიცვა და შიმშილობა მიმდინარე წლის 3 ივნისს დაიწყეს. თბილისის მეტროპოლიტენის მემანქანეები ანაზღაურების 45%-ით გაზრდას ითხოვდნენ და აცხადებდენ, რომ 2013 წლიდან მათი ხელფასები არ გაზრდილა.
გაფიცვის დაწყებიდამ სამი დღის შემდეგ, 6 ივნისს, მეტროს თანამშრომლებმა თბილისის მერთან შეთანხმებას მიაღწიეს და მუშაობა განაახლეს. “ერთობა2013”-ის წევრები მაშინ აცხადებდნენ, რომ მათი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე პასუხისმგებლობა კახა კალაძემ აიღო.