როგორც მან ნეტგაზეთს განუცხადა, თუ არასამთავრობო ორგანიზაცია საჭიროდ ჩათვლის, ამ საკითხზე განცხადებას მოგვიანებით გაავრცელებს.

 

ნეტგაზეთი დაუკავშირდა “ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის” აღმასრულებელ დირექტორს თამარ რუხაძეს, რომელიც ამბობს, რომ კონკრეტულად ამ გადაცემის თაობაზე მასსა და GDS-ის წარმომადგენლებს შორის გარკვეული საუბარი შედგა თოქ-შოუში მისი პროდიუსერად შესაძლო დანიშვნის თაობაზე:

 

“გარკვეული საუბარი იყო, თუმცა რამდენად ოფიციალური სახე ჰქონდა ამ [საუბარს], არ ვიცი… გარკვეული საუბარი იყო ნამდვილად. მე ძალიან ბევრი ნაცნობი მყავს GDS-შიც და სხვა ტელევიზიებშიც, თუმცა, რამდენად შეიძლება მიეცეს ამას ოფიციალური სახე, არ ვიცი, ამიტომ ცოტა გამიჭირდებოდა პასუხის გაცემა ამ კითხვაზე”, – ამბობს თამარ რუხაძე და დასძენს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ამ ეტაპზე იგი ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის დატოვებას არ აპირებს.

 

ნეტგაზეთის ინფორმაციით, ივანიშვილის გადაცემის პროდიუსერის პოსტზე განიხილებოდა ჟურნალ “ლიბერალის” რედაქტორისა და ტელეკომპანია “მაესტროს” გადაცემა “სუბიექტური აზრის” პროდიუსერის, ირაკლი აბსანძის კანდიდატურაც. აბსანძემ ნეტგაზეთს დაუდასტურა, რომ მასსა და GDS-ს შორის გარკვეულ კონტაქტს ადგილი მართლაც ჰქონდა, თუმცა არა რომელიმე კონკრეტული თოქ-შოუს საკითხზე. ნეტგაზეთის კითხვას, დათანხმდება თუ არა იგი შეთავაზების შემთხვევაში ზემოხსენებული ახალი თოქ-შოუს პროდიუსერობას, აბსანძემ ასე უპასუხა:

 

“ჯერ არ ვიცი, კონკრეტულად რას მთავაზობენ, შესაბამისად, გადაწყვეტილებაზე ჯერ ვერ ვიფიქრებ, მაგრამ აუცილებლად მომიხდება იმ გამოცდილების გათვალისწინებაც, რაც ივანიშვილის მე-9 არხზე მუშაობისას და არხის დატოვებისას მივიღე”, – ამბობს აბსანძე, რომელიც მე-9 არხზე რეგიონული ამბების პროდიუსერად მუშაობდა.

 

ნეტგაზეთმა ვერ მოახერხა დაკავშირებოდა ეკა ბერიძეს, რომელიც ნანუკა ჟორჟოლიანის მიერ ფეისბუკზე დღეს გავრცელებული ინფორმაციით, ზემოხსენებულ თოქ-შოუს ივანიშვილთან ერთად წაიყვანს.

 



 

ბიძინა ივანიშვილის ვაჟის, რეპერი ბერას კუთვნილი GDS TV- გასართობი, მუსიკალური და შემეცნებითი ტელევიზიაა, რომელიც 2012 წლიდან გასართობი მაუწყებლობის მქონე ლიცენზიას ფლობს, თუმცა 4 ივლისს media.ge-ის ტელეკომპანიის პრესსამსახურში დაუდასტურეს, რომ GDS საინფორმაციო არხად გარდაქმნას აპირებს.

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *