ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სოხუმში მიიჩნევენ, რომ სააკაშვილის მრჩევლობამ შესაძლოა უკრაინას ზიანი მიაყენოს

7 ივლისი, 2014 • • 985
სოხუმში მიიჩნევენ, რომ სააკაშვილის მრჩევლობამ შესაძლოა უკრაინას ზიანი მიაყენოს

“კიევის ხელისუფლების სადამსჯელო ოპერაციებმა ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთში მშვიდობიანი მოქალაქეების ტანჯვა გამოიწვია. კიევი ნებისმიერ საშუალებას იყენებს, მორიგების ჩათვლით, რომ მოამზადოს და განახორციელოს სადამსჯელო ოპერაციების ახალი ეტაპები სამხრეთ-აღმოსავლეთის მოქალაქეების წინააღმდეგ.” 


განცხადებაში ნათქვამია, რომ ქართულ-აფხაზური ურთიერთობების ისტორიასაც არაერთხელ დაუმტკიცებია აფხაზეთისა და აფხაზების მიმართ საქართველოს მხრიდან ძალადობრივი პრაქტიკა და უპატივცემლობა მისი ეთნოკულტურული და ენობრივი თვითმყოფადოების მიმართ. 


“კარგად ვიცით, რომ ამგვარ ძალადობრივ მცდელობებს, მიიმწყვდიო ხალხი მათთვის უცხო პოლიტიკურ და ღირებულებით სივრცეში, არ აქვს პერსპექტივა. ნეგატიური პარალელები უკრაინასა და საქართველოს შორის, რომელმაც ახლახან მოაწერა ხელი ევროპასთან ასოცირების შეთანხმებას, ამით არ იწურება.”


განცხადებაში ნათქვამია, რომ კიევის მიერ ქართველი პოლიტიკოსის, მიხეილ სააკაშვლის “ყველა საკითხში მრჩევლის” რანგში მოწვევამ, “რომელიც ამჟამად ცდილობს უკრანის სამხრეთ-აღმოსავლეთში სადამსჯელო ოპერაციის მთავარ სტრატეგად გამოიყურებოდეს, შესაძლოა საერთაშორისო საზოგადოების სამშვიდობო ძალისხმევა სრულ კრახამდე მიიყვანოს.” 

 

აფხაზეთის საგარეო უწყება უკრაინის ხელისუფლებას მოუწოდებს უარი თქვას ძალადობაზე მოქალაქეების წინააღმდეგ.

 

“აფხაზეთის რესპუბლიკა გამოთქვამს მზაობას აუცილებლობის შემთხვევაში უკრაინაში მშვიდობიანი პროცესის მისაღწევად ნებისმიერი პოლიტიკური დახმარებისთვის. როგორც რუსეთის სტრატეგიული პარტნიორი, უკრანული კრიზისის მშვიდობიანი დარეგულირებისთვის რუსეთის ფედერაციის პოლიტიკის საყოველთაო მხარდაჭერას ვაცხადებთ,”- წერია სოხუმის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
 
   


მასალების გადაბეჭდვის წესი